სააკაშვილი საზღვრის კვეთაზე დამნაშავედ ცნეს, შეკრებითობით 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

საზღვრის კვეთის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს სასამართლომ 4 წლისა და 6 თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლემ აღნიშნულ განაჩენს დაუმატა საქალაქო სასამართლოს 12 მარტს მიღებული გადაწყვეტილება და ჯამში, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 წლითა და 6 თვის ვადით.
გადაწყვეტილება მოსამართლემ მიხეილ ჯინჯოლიამ მიიღო. მან შეკრებითობის პრინციპი გამოიყენა.
2021 წლის პირველ ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ მესამე პრეზიდენტი საქართველოში ჩამოვიდა. მას ბრალი ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას გულისხმობს.
12 მარტს ე.წ პიჯაკების საქმეზე ე.წ პიჯაკების საქმეზე 9 წლით პატიმრობა მიესაჯა.