სააკაშვილი: პოლიტსაბჭოდან ადამიანების გაშვება ვიჩქარეთ, დაბრუნდით, ჩავკიდოთ ერთმანეთს ხელი

როცა ვლაპარაკობთ ისეთ ადამიანებზე, როგორიცაა მაგალითად, ნიკა ვაჩეიშვილი, ზურაბ მელიქიშვილი, ეკა წამალაშვილი, გია ჭანტურია, რუსიკო ცირეკიძე, მაიკო ჯავახიშვილი, მერაბ ჯანელიძე – დამსახურებული ექიმი, კობა ხაბაზი, რომელიც იბრძვის ახლა ში, აღარ ვლაპარაკობ ზე, ჩემს ახლო მეგობარზე და ყველა სხვაზე… პოლიტსაბჭო, რომელიც არჩეულია, რა თქმა უნდა, არის ლეგიტიმური, მაგრამ ჩვენ ვიჩქარეთ ვიღაც ადამიანების გაშვება, მე მინდა ამ ადამიანებს მოვუწოდო, დაბრუნდნენ პოლიტსაბჭოში კოჰაბიტაციის გზით, ჩავკიდოთ ისევ ერთმანეთს ხელი, ჩავერთოთ გადაწყვეტილების მიღებაში, იმიტომ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი და მე ვარ გარანტი იმისა, რომ თქვენ იქნებით ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების და ინიციატივის ნაწილი, იმისთვის, რომ ჩვენ ერთობლივი გზით შევძლოთ წინ წასვლა.
ექსპრეზიდენტი სასამართლო სხდომაზე დისტანციურად ჩართვისას.
მას შემდეგ, რაც ენმ-ის თავმჯდომარე გახდა, პარტიის წევრების ნაწილი პოლიტსაბჭოდან ჩახსნეს და არც ახალ პოლიტსაბჭოში შეიყვანეს. მათ შორის, ყოფილი თავმჯდომარე . ენმ-ის რამდენიმე წევრმა კი, ახალი პოლიტსაბჭო თავად დატოვა.