სააკაშვილი ოპოზიციას „პოლიტიკური აქტივობის და ერთობის კომიტეტის“ შექმნას სთავაზობს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოპოზიციას პოლიტიკური ატქივობებისა და ერთობის კომიტეტის შექმნას სთავაზობს. მისი თქმით, ეს სტრუქტურა უნდა იყოს „იდეების გენერირების ადგილი და პოლიტიკური სათათბირო“.
დღეს, 20 დეკემბერს, თავის სასამართლო პროცესზე საუბრისას, სააკაშვილმა განაცხადა, რომ საჭიროა „ოპოზიციის სრული კოორდინაცია… ამის გარეშე საქმე არ კეთდება“.
„მინდა შემოგთავაზოთ ენმ-სთან ერთად, პოლიტიკური აქტივობების და ერთობის კომიტეტის შექმნა, როგორც -ში. [კომიტეტში] უნდა შევიდნენ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ფრაქციის თავმჯდომარე, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე… ასევე საზოგადოებისთვის ცნობილი პირები, რომლებიც არაა აუცილებელი, ენმ-ის წევრები იყვნენ და , რომელიც იქნება ჩემი წარმომადგენელი“, – ამბობს სააკაშვილი.
მისივე თქმით, ეს კომიტეტი უნდა იყოს სათათბირო, რომელშიც ოპოზიცია სტრატეგიას შეიმუშავებს და სხვა საკითხებს განიხილავს, „სუპერ პაკი“.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა უთხრა ჟურნალისტებს, რომ ესაა „ჩვენი საერთო ინიციატივა, იმ კონკრეტული ადამიანებისთვის, ვისაც არ სურს პოლიტიკური პარტიის წევრობა“.
„სუპერ პაკი“, რომელზეც სააკაშვილი საუბრობს, არის პოლიტიკური აქტივობის/მოქმედების კომიტეტი [Super PAC]. ასეთი სტრუქტურები აშშ-ში მოქმედებს. ისინი, როგორც წესი არ არიან პირდაპირ კავშირში რომელიმე კანდიდატთან, თუმცა ფულს ურიცხავენ მის კამპანიას ან/და მის მხარდასაჭერ რეკლამებს უკვეთავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – მათ იციან, რომ სწორედ “ნაციონალურ მოძრაობასთან” მარცხდებიან, ამიტომ გვიგზავნიან “ტიტუშკებს”, ვერ წარმოუდგენიათ, რომ რამდენიმე კვირაში ძალაუფლების სათავიდან სახლში მოუწევთ წასვლა, ეს არის მათი ღამის კოშმარი

ხატია დეკანოიძე – წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნების“ მხრიდან ძალადობრივი ქმედებები და ოპოზიციის მხარდამჭერების დაშინების მცდელობები განსაკუთრებით აქტიურდება, თუმცა ეს უშედეგოდ ჩაივლის – არავის ეშინია მათი

პეტრე ცისკარიშვილი – მათ იციან, რომ სწორედ “ნაციონალურ მოძრაობასთან” მარცხდებიან, ამიტომ გვიგზავიან “ტიტუშკებს”, ვერ წარმოუდგენიათ, რომ რამდენიმე კვირაში ძალაუფლების სათავიდან სახლში მოუწევთ წასვლა, ეს არის მათი ღამის კოშმარი