საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოდის ინიციატივით, რომ შეიქმნას არჩევნების მოხალისეების ინსტიტუტი.
სააკაშვილმა თავის სასამართლო პროცესზე დისტანციური ჩართვისას თქვა, რომ საჭიროა ბევრი ადამიანი საარჩევნო ხმების მობილიზაციისა და დაცვისთვის. მისივე თქმით, თუ ბევრი ხალხი მივა არჩევნებზე, ვერ გააყალბებენ.
“მე მაქვს შემდეგი მოწოდება, შევქმნათ არჩევნების მოხალისეების ინსტიტუტი. მინდა, მოვუწოდო ამ შემთხვევაში ენმ-ს, ჩვენ ახლა გვჭირდება მოხალისეები, ძალიან ბევრი საარჩევნო მოხალისე, ხალხს სჭირდება დიდი ენერგია. მე მინდა, ადამიანებს ვთხოვოთ, რომ ხელფასის გარეშე გადადონ ეს ბოლო რამდენიმე კვირა, მოიარონ კარდაკარ თავიანთი მეზობლები, მოხდეს საარჩევნო ხმების მობილიზაცია და ასევე, ვიყოთ მზად არჩევნების ხმების დაცვისთვის. თუ ბევრი ხალხი მოვა, ამ არჩევნებს ვერავინ ვერ გააყალბებს”- თქვა სააკაშვილმა.