ვინც ახლა მოუწოდებს გაჩერებისკენ, აკეთებს ივანიშვილის საქმეს, ახლა გაჩერება, როცა გამარჯვება ასე ახლოა, დაუშვებელია, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„ის, ვინც ახლა მოუწოდებს გაჩერებისკენ, აკეთებს ივანიშვილის საქმეს. ეჭვი მაქვს, რომ არა უანგაროდ. არის მცდელობა, ჩაანაცვლონ ქართველების გენეტიკური კოდი. ახლა გაჩერება, როცა გამარჯვება ასე ახლოა, დაუშვებელია. ვიბრძვით, ვიმარჯვებთ! მადაგასკარის პრეზიდენტი, მრავალთვიანი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, გუშინ, იძულებული გახდა ქვეყნიდან გაქცეულიყო“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
