სააკაშვილი ილია მეორის წმინდანად შერაცხვის ინიციატივით გამოდის

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, აწ გარდაცვლილი პატრიარქის, -ის წმინდანად შერაცხვის ინიციატივით გამოდის.ამის შესახებ მან ისაუბრა სასამართლო სხდომაზე. სხდომიდან ჩანაწერები სოციალურ ქსელში გავრცელდა.გარდა ამისა, სააკაშვილმა ისაუბრა “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულებაზე პატრიარქის მიმართ.“ახლა მაინც, სიცოცხლის მერე მაინც გავუკეთოთ რაღაც და არ გავხადოთ ეს თემა მანიპულაციების თემად. იმიტომ, რომ ივანიშვილს ესეც არ მოუნდება, იმიტომ რომ ავტორიტეტი არ სჭირდება არც სიცოცხლეში და არც სიცოცხლის შემდეგ. მე მოვაწერ ახლა ხელს მიმართვას, რომ დაიწყოს მისი კანონიზაცია, მისი წმინდანად გამოცხადების პროცესი[…] მიწას მიაბარეს ჩვენი სულიერი მამა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი . ის არის ჩვენი იდენტობის ნაწილი.გუშინ იყო ფარისევლების შემოსევა მის გასვენებაში […] ყველაზე მეტად ორი ადამიანი ეზიზღებოდა ივანიშვილს: ეს არის პატრიარქი და მე. მე არაერთხელ მქონია პირადად ივანიშვილთან საუბარი ამ თემაზე. ყოველთვის იწყებდა და ამთავრებდა პატრიარქის გინებით, ლანძღვით და უშვერი სიტყვებით.პატრიარქს ბოლო წლები ივანიშვილმა უქცია ჯოჯოხეთად. ჯერ იყო და აუგორეს ციანიდის სკანდალი, რომელიც იყო სუფთა სპეცოპერაცია: ჩამოვიდა ილარიონი რუსეთიდან [ილარიონ ალფეევი, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტი] და დაუნიშნა პირდაპირ მაყურებელი საპატრიარქოში ისე, რომ სხვა მეუფეებს არაფერი არ ჰკითხეს. კრებსების სკანდალი – თანაც აღმოჩნდა, რომ პატრიარქს უსმენდნენ. მე მინდა უბრალოდ ვთქვა, რომ ეს არის წარმოუდგენელი რაღაც. ჩვენ დროს სპეცსამსახურები ახლოსაც არ ეკარებოდნენ, უკიდურესად ფრთხილები იყვნენ ეკლესიის საკითხში.ახლა, როდესაც ივანიშვილი გათავისუფლდა პატრიარქისგან, ახლა სპეცოპერაციის საბოლოო ეტაპი დგება და ეს საბოლოო ეტაპი არის ქართული ეკლესიის განადგურება. იმიტომ, რომ ქართული ეკლესია არის, საბოლოო ჯამში, საქართველოს იმუნიტეტის მნიშვნელოვანი ნაწილი […]სუს-ში შექმნილია შტაბი, შექმნილია პატრიარქის გარდაცვალებიდან 2 საათში და მზადდება ეკლესიაში […] ეგზარქოსის დასმა და  შემდეგ ეკლესიის განადგურება”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.მიხეილ სააკაშვილმა მოითხოვა, მისთვის ილია მეორის პანაშვიდზე დასწრების უფლება მიეცათ. თუმცა, პენიტენციურმა სამსახურმა მოთხოვნაზე უარი უთხრა. უწყებაში განმარტეს, რომ  სააკაშვილის მოთხოვნა კოდექსით გათვალისწინებულ ნორმებს არ შეესაბამება. ისინი მიუთითებენ პენიტენციური კოდექსის 50-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც, გამომძიებელს ან პროკურორს უფლება აქვს, გასცეს ნებართვა საპატიმროს 2 დღემდე ვადით დატოვებაზე, თუ მიღებულია სარწმუნო ცნობა პატიმრის ახლო ნათესავის გარდაცვალების ან სიცოცხლისთვის საშიში ავადმყოფობის თაობაზე.საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე გუშინ, 22 მარტს, სამების ტაძარში დაკრძალეს.ამავე თემაზე:“ეკლესიას მოაკლდა მმართველი ბრძენი მესაჭე” – მსოფლიო პატრიარქის სიტყვა ილია II-ის დაკრძალვაზე