მე მთავრობას ქართველი ხალხის გენოციდში ვადანაშაულებ – ბიძინა ივანიშვილს კი ქართველი ხალხის გადაშენების, გაწყვეტის შეგნებულ მცდელობაში. წარმოიდგინეთ, საქართველო ისეთი მანქანაა, რომელსაც საჭესთან ადამიანი უზის, ვინც უფსკრულისკენ მიექანება და მას გადაჩეხავს – ქართველი ხალხი კი სადღაც საბარგულში ჰყავს ჩაკეტილი. ჩვენ ქართველ ხალხს იმის საშუალება უნდა დავუბრუნოთ, რომ თავისი ეროვნული მანქანის საჭესთან დაჯდეს, ესენი კი ამ მანქანიდან გადავყაროთ.