სააკაშვილი, თავისი სურვილის მიუხედავად, ყოველთვის არის დამანგრეველი ძალის მქონე და ახლა, როცა ის სხვას ვერაფერს ანგრევს, ანგრევს საკუთარ პარტიას

„ბუნებრივია, პოლიტიკაში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რადგან ის არ არის საქართველოს მოქალაქე, თუმცა დე-ფაქტო ის არის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელი, ლიდერი, მეთაური – ყველაფერი ის არის – საფიცარიც კი,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა, რითაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის ს საგანგებო მიმართვას; „ნაციონალურ მოძრაობას” ვთხოვ, უახლოეს დღეებში პარტიის ბორდი შევქმნათ და ბორდის თავმჯდომარედ ჩემი კანდიდატურა განიხილონ, ხოლო ჩემს მოადგილედ, აირჩიონ“ გამოეხმაურა.
მისივე თქმით, სააკაშვილი, თავისი ბუნებიდან გამომდინარე სულ რაღაცას ანგრევს და ახლა, ანგრევს საკუთარ პარტიას.
„ბუნებრივია, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკაში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რადგან ის არ არის საქართველოს მოქალაქე, თუმცა დე-ფაქტო ის არის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელი, ლიდერი, მეთაური – ყველაფერი ის არის – საფიცარიც კი. კარგად გვახსოვს მისი ბოტასების თაყვანისცემის მუზეუმიც რომ ჰქონდათ მოწყობილი. სააკაშვილის ახალი მოთხოვნა პარტიის მიმართ არის კიდევ ერთი ნაბიჯი იმისკენ, რომ უფრო დააზიანოს „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც გაქრობის გზაზე ისედაც დგას. სააკაშვილი თავისი სურვილის მიუხედავად, ყოველთვის არის დამანგრეველი ძალის მქონე და ახლა, როცა ის სხვას ვერაფერს ანგრევს, ანგრევს საკუთარ პარტიას,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – არის ქვეყნები, სადაც ზუსტად იგივე სცენარით წარიმართება 100 და 150-კაციანი აქციები, ასეთი რაღაცეები უცხოეთიდან იგეგმება და უცხოელი აგენტები უზრუნველყოფენ ამ სცენარის განხორციელებას

ძალიან სამარცხვინოა სპეკულაციები, რომლებსაც ვისმენთ Eagle Hills-ის თემაზე,„ლელო“ დაეშვა „ალტ ინფოს“ დონემდე, „ალტ ინფო“ – „ლელოს“ დონემდე, ორივე არის ფსკერზე, ქვეყანაში იქნება უზრუნველყოფილი ეკონომიკის განვითარება, ყველა პროექტი განხორციელდება ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვით

პრემიერი ხაზარაძე-ჯაფარიძეზე – ეს ადამიანები არიან უმძიმეს მდგომარეობაში, ყველგან ცდილობენ ქვეყნის ინტერესების დაზიანებას და რაც ძალიან კარგია – არ გამოსდით ეს ყველაფერი, ამის იქით ვერ მიდიან, ეს არის ორი ჩვეულებრივი სპეკულანტი, უცხოელი აგენტები, რომელთაც რასაც ავალებენ, იმას აკეთებენ