სააკაშვილი: ეს ადრე არასდროს მომიყოლია… დღეს ამ “სანდო თანამშრომელთან” მოპარული ფული ვერ გაუყვია და ყველას დასანახად უწყობს ქურდულ გარჩევას

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, 2009 წელს განვითარებულ მოვლენებს იხსენებს და წერს, რომ კრიზისის დროს მას ბიძინა ივანიშვილმა წერილი გაუგზავნა.

მიხეილ საკაშვილის მტკიცებით, მას პრემიერ-მინისტრად ს დანიშვნას სთავაზობდა”.

ეს ადრე არასდროს მომიყოლია –  2009 წელს ჩემი მთავრობის წინააღმდეგ გაიმართა რამდენიმე თვიანი აქციები. ქალაქის ცენტრი კარვებით გადაიკეტა. როგორც ცოტა უფრო გვიან გაირკვა, ამ გამოსვლებს ივანიშვილი აფინანსებდა.

ჩვენ გადავწყვიტეთ არანაირი ძალა არ გამოგვეყენებინა, რაღაც დროის შემდეგ აქციები აშკარად მილევისკენ წავიდა და ამ დროს ივანიშვილმა გამოგვიგზავნა წერილი (როგორც წესი დაბეჭდილ, ხელმოუწერელ წერილებს თავისი ერთ-ერთი თანაშემწის, ჩრდილელის ხელით აგზავნიდა)

ამ წერილში ის წერდა, რომ ჩვენ ვეღარ ვაკონტროლებთ ქვეყანაში სიტუაციას და როგორც გამოსავალს გვთავაზობდა მისი თანამშრომლის პრემიერ მინისტრად დანიშვნას, რომელმაც საფრანგეთში მიიღო განათლება და რომელსაც ივანიშვილი ენდობოდა. გვარი არ იყო დაკონკრეტებული თუმცა ადვილი მისახვედრი იყო.
დღეს ამ “სანდო თანამშრომელთან” მოპარული ფული ვერ გაუყვია და ყველას დასანახად უწყობს ქურდულ გარჩევას.

დიახ, დღეს რაც ხდება სწორედ ქურდული გარჩევაა და სხვა არაფერი. ქოცები, რომელთაც მეხსიერება სილქნეტზე უფრო მოკლე აქვთ, სიამოვნებით ყლაპავენ ამ ქურდულ გარჩევას, როგორც სამართლიანობის ზეიმს.

ამ ხალხთან საერთო სამშობლო საერთოდ რანაირად გვაქვს – მართლა ბედი არ გინდა! 

ასევე დაგაინტერესებთ

ლატვიის საგარეო უწყება – მხარდაჭერას ვუცხადებთ ელჩ პეტერ ფიშერსა და გერმანელ კოლეგებს – „ქართული ოცნების“ მხრიდან მის მიმართ უსაფუძვლო ბრალდებები და მტრული რიტორიკა ღრმად შემაშფოთებელია

რომეო მიქაუტაძის ყოფილი თანამშრომელი – ჩვენი ინფორმაციით, რომეო მიქაუტაძე “მომავლის ენერგიის” და “ნახიდურის” პროექტებს ფლობდა – როცა საქმე ეხებოდა ამ კომპანიების საკითხებს, თანამშრომლები მახსენებდნენ, რომ ამ პროექტებს ფლობდა ბატონი რომეო