: სააკაშვილი გაზეთების კეთილგანწყობის მოპოვებას ცდილობდა, მაგრამ ვერ მოიპოვებდა, იმიტომ, რომ წინდაში “შარვალჩატანიებული” სააკაშვილი ჰყავდა ამ ხალხს ნანახი და მათთვის ის არანაირი ავტორიტეტი არ იყო

: სააკაშვილი გაზეთების კეთილგანწყობის მოპოვებას ცდილობდა, მაგრამ ვერ მოიპოვებდა, იმიტომ, რომ წინდაში “შარვალჩატანიებული” სააკაშვილი ჰყავდა ამ ხალხს ნანახი და მათთვის ის არანაირი ავტორიტეტი არ იყო
სააკაშვილისთვის გაზეთების მხარდაჭერა მნიშვნელოვანი იყო, ის მათი კეთილგანწყობის მოპოვებას ცდილობდა, მაგრამ ვერ მოიპოვებდა, იმიტომ, რომ ფიგურალურად თუ ვიტყვი, წინდაში “შარვალჩატანიებული” სააკაშვილი ჰყავდა ამ ხალხს ნანახი და მათთვის არანაირი ავტორიტეტი არ იყო სააკაშვილი, ისევე, როგორც იმ პოლიტიკური სპექტრისთვის, ვინც 1995 წლიდან საკანონმდებლო ორგანოს შენობაში იყო, – ამის შესახებ ჟურნალისტმა ბონდო მძინარაშვილმა, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2003-2012 წლებში მედიისა და გამოხატვის თავისუფლების უხეში დარღვევის ფაქტები განიხილება.'
მძინარაშვილის განცხადებით, ამ ადამიანებს არაფრად მიაჩნდათ და არ სჯეროდათ იმის, რასაც ის 2003 წელს ამბობდა, ვინაიდან, ისინი გამოცდილი ჟურნალისტები იყვნენ და სააკაშვილის წარსულიც კარგად ახსოვდათ. “მათ არაფრად მიაჩნდათ სააკაშვილი და არ სჯეროდათ იმის, რასაც ის 2003 წელს ამბობდა, იმიტომ, რომ ყველამ კარგად იცოდა, იგივე ახვლედიანის ქუჩაზე, როგორ იყიდა 350 დოლარად საცხოვრებელი ბინა და ეს იყო იმ დროისთვის ძალიან დიდი ხმაურის მიზეზი, როდესაც ადამიანი კორუფციას “ებრძოდა.” სიყალბეს ძალიან ადვილად ამჩნევდნენ, რაც მთავარია, ეს ადამიანები გამოცდილი ჟურნალისტები იყვნენ, წლების განმავლობაში მუშაობდნენ, ყველაფრის მომსწრე და მნახველი ადამიანები იყვნენ. სააკაშვილი მათ ასე ადვილად ვერ მოატყუებდა,” – აღნიშნა ბონდო მძინარაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

2025 წლის ფულის გათეთრების აღკვეთის ინდექსი დასავლეთიდან მომდინარე უსაფუძვლო კრიტიკის საუკეთესო პასუხია და ფაქტებით ამტკიცებს, რომ ქვეყანაში არსებობს კანონის ფუნქციონალური სისტემა, ფინანსური კონტროლის მექანიზმები და ეკონომიკური სტაბილურობა

წონადმა უცხოელმა ანალიტიკოსებმა მორიგი მითი დაამსხვრიეს საქართველოს ე.წ. “შავ საფინანსო ხვრელზე” – Basel AM-ის ინდექსით, ფულის გათეთრების აღკვეთის კუთხით, საუკეთესოებს შორის ვპოზიციონირებთ

მნიშვნელოვანია არა მხოლოდ 14 წლამდე პირებისთვის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრის შექმნის ინიციატივა, არამედ საკანონმდებლო პაკეტიც, რომლის ფარგლებში მკაცრდება იმ პირების პასუხისმგებლობა, ვინც შესაძლოა არასრულწლოვანები საკუთარი დანაშაულებრივი მიზნების განსახორციელებლად გამოიყენოს