როცა საქართველოში სიტუაცია შეიცვლება, პირველი, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ – გავაუქმოთ, დავხუროთ ეროვნული ბანკი. იმიტომ, რომ ეროვნული ბანკი მანიპულაციებისთვის გამოიყენება. “ნაკოლს” იძლევიან ბანკებზე და პრაქტიკულად, ბიძინა ივანიშვილს აქვს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბანკი და ამავე დროს, ეროვნულ ბანკსაც აკონტროლებს. მას შეუძლია, ნებისმიერ დროს, ვალუტის კურსი აგიწიოთ, დაგიწიოთ და ამით ფული გააკეთოს. სამაგიეროდ, ინფლაციაა არაპროგნოზირებადი. ხალხი თავის შემოსავლებსა და გასავლებს ვერ გეგმავს. ხელფასი აღარავის ჰყოფნის. ერთხელ და სამუდამოდ, ჩვენ ეს უნდა დავასრულოთ. საქართველოს ეკონომიკა ევროზე უნდა გადავიდეს. საქართველოს ეროვნული ბანკი არ სჭირდება. თუ ევროპაში შევდივართ, იყოს ევრო.