“სააკაშვილი აუცილებლად გათავისუფლდება ამის შემდეგ” – კალაძე

კახა კალაძე, მედიის კითხვას, შეიწყალებს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილს, პასუხობს და ამბობს:
რა გადაწყვეტილებას მიიღებს არ ვიცი, თუმცა, ვფიქრობ, მასაც კარგად ესმის, რამდენად მძიმე შეიძლება იყოს სააკაშვილის შეწყალება პირადად მისთვის, რადგან ამ ადამიანს თავის ქვეყნისა და ხალხის წინაშე მძიმე დანაშაული აქვს ჩადენილი. სააკაშვილი აუცილებლად გათავისუფლდება მას შემდეგ, რაც სასჯელს მოიხდის იმ დანაშაულზე, რაც მან ჩაიდინა.
რაც შეეხება უცხოელების განცხადებებს, ეს ყველაფერი გაშიფრული სქემაა, რომელიც შენიღბულია ლობიზმით. იხდიან ფულს, რითაც შესაძლებელია რეზოლუციების მიღება, კონკრეტული ევროპარლამენტარების მიერ განცხადებების გაკეთება, შეიძლება სისულელეები ილაპარაკონ, მაგრამ მთავარია, ფული აიღონ.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მამულაშვილი – სლოვაკეთის პრემიერი რუსულ ტრადიციას გაჰყვა, დამნაშავეები „ქართულ ლეგიონში“ ნახა – არ არის გამორიცხული „ოცნებამ“ ბრალდებები წამიყენოს, რადგან საქართველოსა და სლოვაკეთისთვის სცენარი კრემლში იწერება

სალომე ზურაბიშვილი – მცდარი დაშვებაა, თითქოს შეიძლება რეჟიმის იზოლაციის გადაწყვეტილების აღკვეთა არალეგიტიმურ მმართველებთან საკომუნიკაციო გზების შენარჩუნებით – ერთადერთი გზა სახალხო პროტესტის მხარდაჭერა და არჩევნებისკენ მოწოდებაა