მინიმუმ 1-კვირიანი ხმის მიცემის პროცედურა უნდა იყოს, რათა უცხოეთში მყოფ ქართველებს შეეძლოთ, ხმა მისცენ არჩევნებზე. ეს ძაან მნიშვნელოვანია. მე ვიცი, რომ მთავრობას ეს არ უნდა. მათ იციან, რომ 80% ამ ხალხის, ვინც არის უცხოეთში, მხარს მიჭერს მე. ასევე როგორც 600 000 ამომრჩეველი მყარად მხარს მიჭერს მე და შესაბამისად, იმ ძალებს, რასაც მე წარმოვადგენ. მე არ მგონია, რომ ჩავიკეტოთ პარტიულ ფარგლებში. მე მინდა ნათლად გითხრათ, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ უნდა აჩვენოს საუკეთესო, რაც შეუძლია როგორც პარტიამ […]
ჩვენ არ ვემზადებით საპატიო მეორე ადგილისთვის. ჩვენ ვემზადებით პირველ ადგილზე გასასვლელად და ჩვენ ვემზადებით გასამარჯვებლად. აბა, რისთვის ჩამოვედი აქ?! აბა, რისთვის ჩავიგდე ჩემი სიცოცხლე საფრთხეში?!