სააკაშვილი არის ის ადამიანი, რომელმაც მოაწყო ბრუტალური დარბევა 7 ნოემბერს, ამის შემდეგ ეს კაცი ასე რომ ლაპარაკობს კონკრეტულად ბადრი პატარკაციშვილზე, სამარცხვინოა – ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მ პატიმარ ს განცხადების შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა, სადაც 7 ნოემბრის საქმეზე სასამართლო პროცესზე სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ 7 ნოემბრის აქცია “ფსბ”-ს დაგეგმილი აქცია იყო.
“სააკაშვილი არის ის ადამიანი, რომელმაც მოაწყო ბრუტალური დარბევა 7 ნოემბერს, რომელიც შეიჭრა ტელეკომპანია „იმედში“, შემდეგ მიიტაცა ეს ტელევიზია კანონიერი მფლობელისგან, ბატონი ბადრი პატარკაციშვილისგან, ამის შემდეგ ეს კაცი ასე რომ ლაპარაკობს კონკრეტულად ბადრი პატარკაციშვილზე, იმ პროცესებზე, ეს უბრალოდ არის სამარცხვინო. აქედან ჩანს, რომ სააკაშვილს შუბლის ძარღვი არ აქვს, მორალი არ აქვს საერთოდ. სამარცხვინოა მისის თითოეული განცხადება,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ითხოვენ პატიოსნება და ოჯახის ღირსება გარყვნილებაში და ჰომოსექსუალების გაბატონებაში გაცვალეთ, ქართული ადათ-წესები, ისტორია და წინაპრები დაივიწყეთ – LGBT საზოგადოების მომავლის დაცვაზე იზრუნეთ და კანონებით გაამყარეთო

ევროკომისია საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვს რეკომენდაციების შესრულებას, მათ შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“, „ოჯახური ღირებულებების“ შესახებ კანონების გაუქმებას და LGBTIQ პირთა უფლებების უზრუნველყოფას