სააკაშვილი არის ის ადამიანი, რომელმაც მოაწყო ბრუტალური დარბევა 7 ნოემბერს, ამის შემდეგ ეს კაცი ასე რომ ლაპარაკობს კონკრეტულად ბადრი პატარკაციშვილზე, სამარცხვინოა –

სააკაშვილი არის ის ადამიანი, რომელმაც მოაწყო ბრუტალური დარბევა 7 ნოემბერს, ამის შემდეგ ეს კაცი ასე რომ ლაპარაკობს კონკრეტულად ბადრი პატარკაციშვილზე, სამარცხვინოა –
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პატიმარ ს განცხადების შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა, სადაც 7 ნოემბრის საქმეზე სასამართლო პროცესზე სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ 7 ნოემბრის აქცია „ფსბ“-ს დაგეგმილი აქცია იყო.
„სააკაშვილი არის ის ადამიანი, რომელმაც მოაწყო ბრუტალური დარბევა 7 ნოემბერს, რომელიც შეიჭრა ტელეკომპანია „იმედში“, შემდეგ მიიტაცა ეს ტელევიზია კანონიერი მფლობელისგან, ბატონი ბადრი პატარკაციშვილისგან, ამის შემდეგ ეს კაცი ასე რომ ლაპარაკობს კონკრეტულად ბადრი პატარკაციშვილზე, იმ პროცესებზე, ეს უბრალოდ არის სამარცხვინო. აქედან ჩანს, რომ სააკაშვილს შუბლის ძარღვი არ აქვს, მორალი არ აქვს საერთოდ. სამარცხვინოა მისის თითოეული განცხადება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან გამრეკელი და მასთან კავშირში მყოფი ორი პირი, პაატა ნოზაძე და რომან მეტივიშვილი დააკავეს – ისინი ფარულად დაეუფლნენ 5 000 000 ლარის სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს