საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც გუშინ კლინიკა ვივა მედიდან საპატიმროში გადაიყვანეს, მისმა ადვოკატმა ვახო ბარამაშვილმა მოინახულა.
საპატიმროს დატოვების შემდეგ მან ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილის წერილი წაიკითხა, სადაც ყოფილი პრეზიდენტი მისი ციხეში გადაყვანის მიზანზე წერს და საზოგადოებას გაერთიანებისკენ მოუწოდებს.
მიხეილ სააკაშვილის წერილი:
“ივანიშვილი ყოველ დილას იწყებს აკვიატებული ფიქრით: აბა დღეს ვის რა ვავნო, ხოდა ამჯერად მე დამაბრუნა დილეგში გუშინ. რა თქმა უნდა, გაფრთხილების გარეშე გადამიყვანეს რუსთავის ციხეში, სადაც ზუსტად ის ხალხი დამხვდა, რომლებმაც მომწამლეს 2022 წლის მარტში. მაშინ სასწაულად გადავურჩი სიკვდილს და ამ მოწამვლის სიმპტომები დღემდე მაქვს დარჩენილი.
მადლობა ვივამედის იმ ექიმებს, რომლებიც იბრძოდნენ ჩემი სიცოცხლისთვის. ამდენი პატიმრის და უბედურების ფონზე მე არ ვითხოვ ჩემთვის რაიმე განსაკუთრებულ სიმპატიებს.




