სააკაშვილი აგვისტოს ომის გამო მისი გასამართლების შესახებ “ოცნების” და რუსი დიპლომატის განცხადებას ეხმაურება

საქართველოს მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტი ფეისბუკის გვერდზე ეხმაურება გაეროში ს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილის დმიტრი პოლიანსკის განცხადებას აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რომელმაც პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადება გაიმეორა 2008 წლის აგვისტოსთან დაკავშირებით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობაზე.
“ის რაც გუშინ ვიხილეთ გაეროში და რაც განსაკუთრებით ბოლო დღეებში გამოჩნდა, არის ერთ-ერთი ყველაზე გაუგონარი ღალატი საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში” – წერია სააკაშვილის ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.
“ოკუპირებული საფრანგეთის, ჰიტლერის მარიონეტულ ვიშის მთავრობასაც კი არ მოსვლია აზრად იმ თანამემამულეების გასამართლება, რომლებიც გერმანიის წინააღმდეგ იბრძოდნენ, პირველ მსოფლიო ომში და მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში. ასეთი გააფთრებული, თავზეხელაღებული ღალატი ივანიშვილის ნოუ-ჰაუა და ნათელი სიგნალია ყველასთვის, ვისაც საქართველო უყვარს, ამ რეჟიმის გასაძევებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქართული სახელმწიფო სამუდამოდ გაქრება, მსოფლიო რუკიდან”, – წერს სააკაშვილი.
რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის მე-16 წლისთავზე „ქართულმა ოცნებამ“ გაავრცელა განცხადება, რომლითაც “ნაციონალური მოძრაობის გასამართლება” დააანონსა, მას შემდეგ, რაც ჰააგასა და სტრასბურგში სასამართლო განხილვა საქართველოს გამარჯვებით დასრულდა.
ამაზე საკითხზე მმართველი პარტიის “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის პასუხად ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებისთვის “ნაკლებად საინტერესოა სხვა რას ამბობს ამ თემასთან დაკავშირებით, ჩვენთვის მნიშვნელოვანია დადგინდეს სიმართლე იმ ღალატზე რომელიც ჩადენილ იქნა 2008 წელს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ეს ხალხი დღესაც ცდილობს ჩაითრიოს ქვეყენა ომში”.
კობახიძის თანახმად, “როდესაც სააკაშვილის რეჟიმმა ჩაიდინა ღალატი, ეს ადამიანები მოქმედებდნენ როგორც უცხოური აგენტურა და შესაბამისად ისინი გამოხატავდნენ არა საქართველოს ინტერესებს, არამედ სხვა ძალების ინტერესებს, მათ ჩაიდინეს ღალატი საკუთარი ქვეყნის წინაშე, აქედან გამომდინარე, მათი დანაშაული ვერ იქნება დაკვალიფიცირებული როგორც საქართველოს სახელმწიფოს დანაშაული, პირიქით მათ ჩაიდინეს დანაშაული სწორედ საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ“.
ირაკლი კობახიძის თქმით, “სააკაშვილი რეჟიმის ბრალეულობა არავითარ შემთხვევაში არ გამორიცხავს რუსეთის ფედერაციის ბრალეულობას”.
რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის მე-16 წლისთავზე „ქართულმა ოცნებამ“ გაავრცელა განცხადება, რომლითაც “ნაციონალური მოძრაობის გასამართლება” დააანონსა, მას შემდეგ, რაც ჰააგასა და სტრასბურგში სასამართლო განხილვა საქართველოს გამარჯვებით დასრულდა.
წელს 16 წელი შესრულდა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან.
2008 წლის 7 აგვისტოს, გამთენიისას, რუსეთის რეგულარული სამხედრო ძალები, რომლებსაც არ ჰქონდათ მშვიდობისმყოფელთა სტატუსი, უკვე საქართველოს ტერიტორიაზე აწარმოებდნენ სამხედრო იერიშს, რასაც საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა 7 აგვისტოს, 23:35 საათზე, ცხინვალის რეგიონისკენ გადაადგილებითა და ცეცხლის გახსნით უპასუხეს. რუსეთის მიერ დაწერილი ისტორიის მიხედვით, 7 აგვისტოს ღამით, თბილისი ესხმის თავს “მძინარე ცხინვალს” და კრემლი მშვიდობისმყოფელთა დასაცავად უპასუხებს სრულმასშტაბიანი ომით.
2008 წლის აგვისტოს ომს საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი შეეწირა. თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, დაღუპულად მიიჩნევა 169 სამხედრო. ომის დროს დაიჭრა 1747 ადამიანი. საკუთარი სახლი დატოვა თითქმის 150 000-მა პირმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე ადამიანი.
2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად საქართველომ კონტროლი დაკარგა 189 სოფელზე, მათგან 125 ისევ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ქვეშაა.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს შუამავალი იყო იმ დროისთვის ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი. 2008 წლის 12 აგვისტოს სარკოზიმ და რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა მოსკოვში მოაწერეს ხელი საქართველოში საბრძოლო მოქმედებების დასრულების ექვსპუნქტიან შეთანხმებას. ამ დოკუმენტის პირობებს რუსეთი დღემდე არღვევს და უარს ამბობს, ომამდელ პოზიციებზე დააბრუნოს საკუთარი სამხედროები.
საქართველოს ორი რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა რუსეთმა და იმავე წლის სექტემბერში – ნიკარაგუამ. 2009 წელს ს და ცხინვალის რეგიონები ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარეს ვენესუელამ და ნაურუმ და 2018 წელს – სირიამ. საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა ჯერ აღიარეს, შემდეგ კი გააუქმეს ვანუატუმ და ტუვალუმ.
ფორუმი