სააკაშვილიც ადასტურებს, რომ საპროტესტო აქციების უკან რეალურად ის და მისი პარტია დგანან

მიხეილ სააკაშვილიც ადასტურებს, რომ საპროტესტო აქციების უკან რეალურად ის და მისი პარტია დგას. ამაზე მეტყველებს მისი და მისი თანაპარტიელების განსაკუთრებული მობილიზაცია და აქტივობები.
“მე პარლამენტში ვყოფილვარ როგორც ოპოზიციის ლიდერი, ისე უმრავლესობის. ასეთი თავხედური საქციელი საპარლამენტო ისტორიას არ ახსოვს. დეპუტატებსა და მოწვეულ ექსპერტებს ხმას არ აღებინებდნენ და აძევებდნენ. მართლა ხომ არ ბნელა? ამათთან შედეგს მხოლოდ პერმანენტული და მწვავე აქციები გამოიღებს, რუსებზე მხოლოდ ეს ჭრის!
დღევანდელი კონტრაქციით, ისინი ცდილობენ ჩვენ დემორალიზებასა და დაღლას, ჩვენ პირიქით მათ ჩამოშლას უნდა მივაღწიოთ, ამიტომ კარგად უნდა გავაანალიზოთ ჩვენი და უცხოეთის საპროტესტო მოძრაობების გამოცდილება.”- წერს სააკაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

კათოლიკოს პატრიარქის სიტყვა იქცა ნუგეშად – მძიმე ჟამს, ხოლო მისი ლოცვა ჩვენი ერის, ამ ქვეყნის თითოეული შვილის უხილავ საყრდენად და იმედად, რომ არა მხოლოდ გადავრჩებით, არამედ გავიმარჯვებთ!

ბიძინა ივანიშვილი: დიდი ტკივილის მიუხედავად, ბედნიერი ხალხი ვართ, რადგან წილად გვხვდა პატივი ვიწოდებოდეთ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის – ილია II-ის სულიერ შვილებად