სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ დასკვნებს, რომელსაც ძალიან ამაყად მოაწერეს უცხოელმა ექსპერტებმა ხელი, საინტერესოა ერთი პატარა ვიდეო რომ ჩაუგდონ იმ მომაკვდავი ავადმყოფის, რას იტყვიან ამაზე

სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ დასკვნებს, რომელსაც ძალიან ამაყად მოაწერეს უცხოელმა ექსპერტებმა ხელი, საინტერესოა ერთი პატარა ვიდეო რომ ჩაუგდონ იმ მომაკვდავი ავადმყოფის, რას იტყვიან ამაზე
მიხეილ სააკაშვილმა ძალიან დიდი ნახტომი გააკეთა ჯანმრთელობის კუთხით. მომაკვდავი კაცი, რომლის ნეკნიც თვალწინ მიდგას, ასე მალე გამოჯანმრთელდა, – განაცხადა ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
„ადამიანი, რომელიც დაჩაგრულია, ციხეშია, თავისუფლება შეზღუდულია, იქ სიბრალული და თანაგრძნობა გიჩნდება, მაგრამ საწყალი ლიდერი და წინამძღოლი ვერასოდეს ვერ გახდება.
მისი ჯანმრთელობის შესახებ დასკვნებს, რომელსაც ძალიან ამაყად მოაწერეს უცხოელმა ექსპერტებმა ხელი, საინტერესოა ერთი პატარა ვიდეო რომ ჩაუგდონ იმ მომაკვდავი ავადმყოფის, რას იტყვიან ამაზე.
მე მაგალითად, როგორც ექსპერტს შესაძლოა მსგავსი ფაქტის გამო პროფესიისთვის თავი დამენებებინა და მეთქვა, რომ ჩემი სირცხვილია. ნეტავ იმათ არ რცხვენიათ? თორემ პასუხისმგებლობაზე არ ვსაუბრობ,“ – აღნიშნა მაია ნიკოლეიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ