სააკაშვილის რეჟიმი კარგა ხნის დამთავრებულია და ახლა იმ კუდების მოჭრის დროა თქვენ რომ ექსტრემისტული ჯგუფების სახით დატოვეთ ქართულ პოლიტიკაში

„ხალხი ძალის“ წევრი ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ინსტიტუტის დირექტორის დევიდ კრამერის განცხადებას ეხმიანება, რომელიც ბიძინა ივანიშვილისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვს.
„ვინ დაიდო ამათი ცოდვა, ეს “უსახელო ნაბიჭვრები” მოაგროვა, საქართველოს ცენზორად დაუწესა და ქართველ ხალხს ჭკუას ასწავლის?! თან, რომ ჰგონია ამ განცხადებით, ოპოზიციას არგო და რადიკალიზმი წაახალისა?! თქვე საცოდავებო, მრჩეველი მაინც არ გყავთ, აზრი მოჰკითხოთ, გაიაზროთ და გაითავისოთ – საუკუნეებია ვებრძვით, ათასი რჯულის ცენზორს და სუვერენიტეტისთვის ბრძოლას შევალიეთ მთელი ისტორია და ერთი ნაგავია ჩვენთვის – “ცეკას” მეორე მდივანი და ამერიკული ფონდის პრეზიდენტი.
ეს 6.5 მილიარდის თემა ხომ ცალკე ტრაგიკომედიის ჟანრიდანაა – ჩვენო საქართველოს მოვახმარეთ ეს ფულიო… სინამდვილეში – საკუთარ არასამთავრობოებს აძლიეს, ინახეს წლების განმავლობაში და ამერიკულ ინვესტიციად “გვატენიან”. სწორედ ეგ ანერვიულებს ამას, რომ არასამთავრობოების გასათეთრებელი “მაყუთებით” ვეღარ ისარგებლებენ, ვეღარ გამართავენ ფორუმებს და რა უსახელოც იყო, იგივე დარჩება. ერთი ჭეშმარიტებაცაა – 30 წლის განმავლობაში, ვერავინ დაასახელებს ამერიკულ, მსხვილ, რეალურ ინვესტიციას საქართველოში, რადგან ეგეთი ბუნებაში არ არსებობს.(თაღლითი “ფრონტერას” გარდა) ჰო და გაიგეთ ერთხელ და სამუდამოდ – თქვენი მონა სააკაშვილის რეჟიმი კარგა ხნის დამთავრებულია და ახლა იმ კუდების მოჭრის დროა თქვენ რომ ექსტრემისტული ჯგუფების სახით დატოვეთ ქართულ პოლიტიკაში! აი, ეგ მუცლის გვრემა აქვს ბატონ კრამერს!“-წერს სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთ დროს, შეტევის ობიექტი აღარ არის ხელისუფლება, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე; შეტევის სამიზნე ხდება თავად საქართველო – მისი საერთაშორისო იმიჯი და პოზიცია, მისი ურთიერთობები ვაშინგტონთან და თელ-ავივთან, მისი რეპუტაცია, როგორც საიმედო პარტნიორის

გიორგი კანდელაკის და თინა ხიდაშელის მიზანია საქართველო უარყოფით კონტექსტში წარმოაჩინონ, შექმნან საერთაშორისო იზოლაციის ილუზია და ხელი შეუშალონ იმ პოზიტიურ პროცესებს, რომლებიც დღეს რეალურად მიმდინარეობს

საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო-პროპაგანდისტული საბოტაჟი ან დივერსია, ღალატია, დროა კოლექტიური ხიდაშელ-“ტაივანჩიკები” და კრებსითი გიორგი კალანდაძეები და მსგავსი “შპანა” კანონიერად აღმოჩნდნენ იქ, სადაც მათი ადგილია