სააკაშვილის ნაც. მოძრაობა საბოლოოდ დასრულდა – ლევან მამალაძე
სააკაშვილის ნაც. მოძრაობა საბოლოოდ დასრულდა! არავინ თქვას, რომ ეს ჩანაწერი ფალსიფიცირებულია, 4 ოქტომბერს ყველამ დავინახეთ “მშვიდობიანი დამხობის” შედეგები. სააკაშვილის მიერ 2003 წლის 23 ნოემბერს ორგანიზებული გადატრიალების გამეორება და თბილისური მაიდნის მოწყობა ჩაიშალა.”- ასე აფასებს “სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის” ხელმძღვანელი ლევან მამალაძე 4 ოქტომბერს, ძალადობრივ აქცია/შეკრებას, რომელსაც პაატა ბურჭულაძე და მურთაზ ზოდელავა უძღვებოდნენ.
ლევან მამალაძე ასევე ეხმიანება გავრცელებულ ჩანაწერს, რომელშიც, სავარაუდოდ, ბაჩო ახალაია და პაატა ბურჭულაძე საუბრობენ.
“მომხდართან დაკავშირებით, ბევრი რამ იქნება გასარკვევი: ვინ იყვნენ ჩართულები ქვეყნის შიგნით და გარეთ; რომელი ქვეყნის პოლიტიკოსები და სპეც.სამსახურების წარმომადგენლები მართავდნენ ამ პროცესს; რა როლი ეკისრებოდათ რადიკალურ ტელევიზიებს და უმაღლეს სასწავლებლებს; რომელი ქვეყნის საელჩოები აპირებდნენ, დარბეულ საპრეზიდენტო რეზიდენციაში დასკუპებულ სალომე ზურაბიშვილთან მირბენას, ხელისუფლების დამხობის აღიარებას და ლეგიტიმურად გამოცხადებას, მსგავსად 2003 წლისა და სხვა.
ფაქტია, ბიძიან ივანიშვილმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა და განაცხადა, რომ ქვეყანა გათავისუფლდა აგენტურისგან და საქართველომ სუვერენიტეტი განიმტკიცა! 4 ოქტომბრის მოვლენების შემდეგ საქართველოში ბევრი რამ შეიცვლება! დასავლეთს მოუწევს ურთიერთობის გადატვირთვა, რადგან რევულუციის მოხდენით ხელისუფლების შეცვლა ვერ მოახერხეს, ქვეყნის შიგნით ხელისუფლებაში კორუფციონერების გამოვლენა და დასჯა დაწყებულია, ახლა კი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის პრობლემების მოგვარების ჯერი დგება! “ფული ჯოჯოხეთს ანათებს” ცნობილი გამონათქვამია, მაგრამ ფული რომ გონებას ახშობს პაატა ბურჭულაძეზეა ნათქვამი!”- წერს ლევან მამალაძე.
