სააკაშვილის მოძღვარი მოსკოვში იმყოფებოდა

მიხეილ სააკაშვილის მოძღვარი მოსკოვში იმყოფებოდა. მოსკოვიდან დაბრუნებული მეუფე ნიკოლოზი, ორი ქვეყნის ეკლესიებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე საუბრობს.
მისი თქმით, მოსკოვში კონფერენციაზე იმყოფებოდა, სადაც წმინდანად შესარაცხ პირთა საკითხს განიხილავდნენ. მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, მიმდინარე წლის მაისში, კონფერენციაზე ის ს პატრიარქსაც შეხვდა.
რაც შეეხება შეკითხვას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, მეუფე ნიკოლოზის თქმით, სააკაშვილი მან რამდენიმე დღის წინ ნახა და აზიარა. მისივე თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია.