სააკაშვილის მოთხოვნა კოდექსით გათვალისწინებულ ნორმას არ შეესაბამება – პენიტენციური

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნა, მიიყვანონ პატრიარქის გასვენებაში, “კოდექსით გათვალისწინებულ ნორმას არ შეესაბამება.” ინფორმაცია ტაბულას პენიტენციურმა დაუდასტურა.
“საქართველოს მესამე პრეზიდენტის სახელით, ადვოკატმა მიმართა უწყებას, თუმცა მათი ეს მოთხოვნა კოდექსით გათვალისწინებულ ნორმას არ შეესაბამება.” – გვითხრეს უწყებაში.
მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც პატიმრობაში იმყოფება, დღეს სოციალურ ქსელში დაწერა პოსტი, რომ ითხოვდა მის პატრიარქის გასვენებაში მიყვანას.
“ვთხოვე ჩემს ადვოკატს განცხადების დაწერა და ვითხოვ, რომ პატრიარქის გასვენებაში მიმიყვანონ, როგორც მისი მეგობარი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი.” – წერს ექსპრეზიდენტი.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში, 17 მარტს, 22:10 საათზე კავკასიის მედიცინის ცენტრში გარდაიცვალა. 17 მარტს დილით საპატრიარქომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პატრიარქი კლინიკაში შინაგანი სისხლდენით გადაიყვანეს. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ილია მეორეს, კვირას, 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.