სააკაშვილის მიმართ გამოტანილი მორიგი განაჩენი არის საქართველოს ისტორიაში სამართლის აღსრულების კიდევ ერთი უპრეცედენტო მაგალითი

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტები„ წევრი ილია ინჯია სთვის ელიტური კორუფციის საქმეზე გამოტანილ განაჩენს ეხმაურება.
როგორც ინჯია ფეისბუქზე წერს, სააკაშვილის მიმართ გამოტანილი მორიგი განაჩენი, არის სამართლის აღსრულების კიდევ ერთი უპრეცედენტო მაგალითი საქართველოს ისტორიაში.
ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი მორიგი განაჩენი 9 წლით თავისუფლების აღკვეთის შესახებ, არის სამართლის აღსრულების კიდევ ერთი უპრეცედენტო მაგალითი საქართველოს ისტორიაში და იმის დასტური, რომ უმაღლესი თანამდებობის პირები და პოლიტიკური ლიდერები არ თავისუფლდებიან პასუხისმგებლობებისგან.
დღეს, დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოში, რომელიც დემოკრატიისა და ქვეყნის განვითარებისკენ ისწრაფვის, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო სისტემა აბსოლუტურად თავისუფალია პოლიტიკური გავლენებისგან.
2003-2012 წლების რეჟიმის მაღალი თანამდებობის პირები ქვეყნისა და ხალხის წინაშე ჩადიოდნენ სისტემურ დანაშაულს, რაზეც ქართველმა ხალხმა არაერთხელ სამართლიანი და ლოგიკური პასუხი გასცა.
დარწმუნებული ვარ, ჩვენს ქვეყანაში არასდროს არ მოხდება „ნაციონალური მოძრაობის“ რევანში და ქვეყნის ბნელ წარსულში დაბრუნება“, – წერს ვიცე-სპიკერი ილია ინჯია.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპული ბიუროკრატია მთლიანად დასცილდა ტრადიციულ ევროპულ ღირებულებებს, ამიტომ, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ეს პოლიტიკა – მხოლოდ ღირსებით, სხვანაირად ვერ დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს

ერთადერთი, ვინც საკუთარ ქვეყანაზე შეიძლება იყოს პასუხისმგებელი, ეს არის ხალხი და მის მიერ არჩეული ხელისუფლება, რომელმაც ბოლომდე უნდა დაიცვას საკუთარი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, თუ ამას არ გააკეთებ, არ არსებობს მსოფლიოში არც ერთი ძალა, რომელიც შენს ინტერესებს, შენს მშვიდობას დაიცავს

შეიძლება, ვერ აბრუნებენ კოლექტიურ ნაცმოძრაობას ხელისუფლებაში, მაგრამ ცოტა ეკონომიკა შეაფერხეს, ცოტა სიძულვილი დათესეს, ცოტა საზოგადოება ააღელვეს, ამით უკვე კმაყოფილები არიან და ამ დავალებას ასრულებენ ის ადამიანები, რომლებიც 150-კაციანი ჯგუფის სახით გამოდიან რუსთაველზე