სააკაშვილის კითხვა ვახო სანაიას – “იქნებ, გაიხსენოს…” – რა წერილს ავრცელებს სააკაშვილი

გუშინ ვახო სანაიამ ეთერში თქვა, რომ თურმე 2004-2012 წლებში იყო მოდერნიზაცია და არ იყო დემოკრატია და რაც შეეხება 2012 წელს თ წასვლას, თურმე ავტორიტარული ლიდერებიც მიდიან არჩევნებით.
ვახო არაა ისე ახალგაზრდა, რომ არ ახსოვდეს. მე წავედი ორჯერ, პირველად 2007-ში და დავბრუნდი უკან არჩევნებით და მეორედ 2013-ში ვადის ამოწურვის შემდეგ. დამისახელოს ვახომ ერთი ავტორიტარული ლიდერი მსოფლიოში, რომელიც ერთხელ კი არა მარტო, არამედ 2-ჯერ წავიდა თავისი ნებით.
ასევე იქნებ ისიც გაიხსენოს, რომ 2012 წელს კონსტიტუციაც კი შევცვალეთ, რათა ივანიშვილს შესძლებოდა არჩევნებში მონაწილეობა. ნუ ამკვიდრებთ ყალბ სტერეოტიპებს!