სააკაშვილის ერთ მიმართვას შეუძლია გამოიყვანოს ქვეყანაში ასი ათასობით ადამიანი – სოფო ჯაფარიძე

სად იქნება სააკაშვილი 2024 წლის სთვის – როგორც ს წარმომადგენელი „რეაქციაში“ ამბობს, მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული და ამის გაკეთება ორ ადამიანს შეუძლია – ბიძინა ივანიშვილს და სალომე ზურაბიშვილს.
სოფო ჯაფარიძის თქმით, სააკაშვილის მოწოდებას მხარდამჭერების „ქუჩაში გამოყვანა“ შეუძლია, თუმცა მთავარია, ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარება.
შანსი ყოველთვის არსებობს, უნდა შევთანხმდეთ, რომ ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება და გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა იყოს პოლიტიკური. დღეს მხოლოდ ორ ადამიანს აქვს ამ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა – ა და , პოლიტიკური ნებაა საჭირო, რომ დასრულდეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან საზიანო პოლიტიკური პატიმრობა. მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება – ან იყოს მათი მხრიდან პოლიტიკური ნება, ან მიხეილ სააკაშვილს აუცილებლად გაათავისუფლებს ქართული საზოგადოება. მიხეილ სააკაშვილს ჰყავს ასეულობით ათასი ამომრჩეველი, ისინი არ შეეგუებიან მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას. უნდა გვახსოვდეს, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ლიდერი, რომლის ერთ მიმართვას შეუძლია გამოიყვანოს ქვეყანაში ასი ათასობით ადამიანი, მაგრამ დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება ხელისუფლების მშვიდად გადაბარება… მიხეილ სააკაშვილს გაათავისუფლებს ხალხი, რომელმაც ამ ქვეყანას ერთხელ უკვე მოუტანა თავისუფლება, ხალხი, რომელმაც მოიტანა , ხალხი, რომელმაც ამოიყვანა ქვეყანა ჭაობიდან, ხალხი, რომლის გამოც ჩამოვიდა საქართველოში და დატოვა კრაინაში დიდი კომფორტი, პატივისცემა,“ – ამბობს სოფო ჯაფარიძე.
რაც შეეხება სამოქალაქო საზოგადოების მიმართვას უკრაინის პრეზიდენტის, უკრაინის რადასა და უკრაინის ომბუდსმენის მიმართ, რომ დაიწყოს გამოძიება ში სააკაშვილის საქმეზე, სოფო ჯაფარიძე ამბობს, რომ უკრაინული მხარეც უნდა იყოს ჩართული მესამე პრეზიდენტის საქმეში.
მე ვერ ვხედავ ვერანაირ მიზეზს, ვერანაირ საფუძველს, თუ რატომ შეიძლება არ იყოს ჩართული უკრაინული მხარე. ვხედავთ, რომ სააკაშვილი ყოველდღიურად ფაქტობრივად დღის წესრიგს უდგენს წარსულ პარტიას და თავის ტკივილია წარსული პარტიისთვის – წარსული პარტია არის ქართული ოცნება, რომელსაც ყველაზე მეტად ეშინია მიხეილ სააკაშვილის ხმის, იმიტომ, რომ მათ ყველაზე კარგად იციან, თუ როგორ უსმენს მის ხმას მთელი მსოფლიო, კარგად იციან მიხეილ სააკაშვილის გავლენა შინ თუ გარეთ.
დაუშვებენ თუ არა ისინი ამ ყველაფერს – ვერ ვხვდები, რა შეიძლება დამაბრკოლებელი იყოს, მაგრამ ერთია მხოლოდ, რომ ფიზიკურად შეუძლებელია პროგნოზირება წარსული პარტიის ქმედებების, რას და როგორ იზამენ ისინი, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ფაქტობრივად, არცერთი პოლიტიკოსი არ არისა ამ პარტიაში, აქ არიან ოლიგარქის ბანკის თანამშრომლები, რომლებიც რას, როგორ და როდის იზამენ, პროგნოზს ვერასდროს ვერ გავაკეთებთ,“ – ამბობს სოფო ჯაფარიძე.