“სააკაშვილის დღევანდელმა განცხადებამ ჩვენი ეს მოსაზრება დაადასტურა” – რატომ არ მიიღებს გახარიას გუნდი მონაწილეობას პრეზიდენტის ინიციატივაში

პარტია “საქართველოსთვის” უარს ამბობს პრეზიდენტის შემოთავაზებულ პლატფორმაში მონაწილეობის მიღებაზე და განმარტავს:
ჩვენ ვთქვით, რომ ამ პლატფორმის ფუნქცია ჩვენთვის იყო გაუგებარი, ვერ მოიტანდა შედეგს და კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობისგან” გამოყენებული იქნებოდა სააკაშვილის პოლიტპატიმრობის სტატუსისა და შეწყალების საკითხის ირგვლივ დისკუსიის წამოსაწყებად. ეს კარგად ჩანდა გუშინვე მათი განცხადებებიდან, რომლებიც გაკეთდა პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლიდან მალევე, რომ ევროპული და ეროვნული საქმე იყო სააკაშვილის გათავისუფლება და ევროპული მომავლის წინაპირობა. სწორედ ასეთი პოზიციონირებით ამ ადამიანების ნაწილი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და ღიად კანდიდატის სტატუსის მიღების წინ აცხადებდნენ, რომ ქვეყანას არ უნდა მიეღო კანდიდატის სტატუსი მანამდე, სანამ სააკაშვილს არ გაათავისუფლებდნენ და არ ჩატარდებოდა. სააკაშვილის დღევანდელმა განცხადებამ ჩვენი ეს მოსაზრება დაადასტურა. შესაბამისად, ამ პლატფორმაზე ჩვენს ადგილს ვერ ვხედავთ. პრეზიდენტს კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ პატივისცემას და მზაობას, არჩევნების დაცვისა და ევროპული მომავლისთვის სათანამშრომლოდ, თუმცა არის პოლიტიკაში საკითხები, რომელიც ჩვენი პარტიისთვის არ გადაიხედება და ამიტომ, ამ პლატფორმაში ჩვენ არ ვიქნებით წარმოდგენილი! ვერ დავუშვებთ, რომ სააკაშვილის პოლიტპატიმრობაზე სპეკულაცია ამ ადამიანებმა კიდევ ერთხელ გამოიყენონ ჩვენი ევროპული მომავლით სავაჭროდ ევროკავშირის გაფართოების საკითხის განხილვისა და საქართველოსთან წევრობის მოლაპარაკებების საკითხის განხილვის წინ”.

ასევე დაგაინტერესებთ