სააკაშვილის დროს მილიონზე მეტი თუ გქონდა, თუ მეგობარი იყავი, რაღაცაში დაგაბანდებინებდნენ მაშინვე, თუ არ იყავი მეგობარი, უბრალოდ წაგართმევდნენ

სააკაშვილის დროს მილიონზე მეტი თუ გქონდა, თუ მეგობარი იყავი, რაღაცაში დაგაბანდებინებდნენ მაშინვე, თუ არ იყავი მეგობარი, უბრალოდ წაგართმევდნენ
რაღაც მომენტში ისე შეეშინდათ, რომ დათვალეს ბადრის 2 მილიონი თუ რაღაც ჰქონდა დახარჯული 7 ნოემბერზე და ამ სიგიჟეებზე და შემოიღეს – მილიონზე მეტი თუ გქონდა, თუ მეგობარი იყავი რაღაცაში დაგაბანდებინებდნენ მაშინვე, თუ არ იყავი მეგობარი უბრალოდ წაგართმევდნენ, იმიტომ რომ ეშინოდათ. ამიტომ, მოვხვდით ისეთი სიტუაციაში, როცა არავის არ უნდოდა საქართველოში დაბანდება, – განაცხადა „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობაზე საუბრისას.
„ამან გამოიწვია ეკონომიკური კოლაფსი. ამათ რომ არ წაეგოთ 2012 წელს, წარმოუდგენელ მდგომარეობაში ვიქნებოდით. 2012 წლის ზაფხულში მერაბიშვილმა შეკრიბა ბიზნესმენები (მე იქ არ მეძახდნენ, არ ვიყავი სანდო ადამიანი), სადაც გამოაცხადა: „ჩვენი ეკონომიკური პრობლემები არის თქვენი ბრალი და აწი სახელმწიფო თქვენ ბიზნესებში შემოვა და იქიდან დაიწყებს მართვას“. კიდევ კარგი, ამ ექსპერიმენტს ვერ მოვესწარით, იმიტომ რომ ოქტომბერში წააგეს“, – განაცხადა რუხაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – საერთოდ დაკარგული აქვს კონკრეტულ ქვეყნებსაც და მთლიანად ევროპულ ბიუროკრატიასაც საკუთარი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, აცხადებენ, რომ თურმე ის ევროინტეგრაცია შეგვიჩერებია ჩვენ 27 ნოემბერს, რომელიც მათ შეაჩერეს 27 ივნისს, ასეთ აბსურდში როცა შედიხარ, ეს ნიშნავს, რომ მთლიანად მოქმედებ არაფორმალური მმართველობის ქვეშ

პრემიერი ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმებაზე – ქართველ ხალხს ვერ პატიობენ კონკრეტული ბიუროკრატები, მათ უკან მდგომი არაფორმალური მმართველები იმას, რომ არ დააბრუნეს ხელისუფლებაში “კოლექტიური ნაცმოძრაობა”, ამის გამო მუდმივი შანტაჟის ქვეშ ცდილობენ ამყოფონ ჩვენი საზოგადოება, რაც უბრალოდ უსამართლო მიდგომაა და არც ჭრის

„იგლ ჰილსის“ პროექტის გარშემო წარმოებული დისკუსია არის ცარიელი გზავნილები კონკრეტული ფაქტების, არგუმენტების გარეშე, რაც ძალიან სამწუხაროა, ძალიან კარგად იცის ყველამ, რატომ ექვემდებარება ასეთი ტიპის ხელშეკრულებები გასაიდუმლოებას და ასეთ სპეკულირებას მეტყველებს ამ ადამიანების არაკეთილსინდისიერებაზე

პრემიერი “იგლ ჰილსის” პროექტზე – პროექტი და ხელშეკრულება არის აბსოლუტურად უნაკლო, დაახლოებით 11 მლრდ ლარი იქნება ჯამური ეფექტი ქვეყნის ეკონომიკაზე, ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს, საუბარი არაბიზაციაზე არის წმინდა წყლის უხეში სპეკულაცია