სააკაშვილის, ადეიშვილის, ლორთქიფანიძის, წოწორიას, ვაშაძის, დეკანოიძის და მთელი ამ მომთაბარე შაპიტოს ში დესანტირება, გარედან დაორგანიზებული სპეცოპერაცია იყო, უკრაინისთვის თვალყურისმდევნებლების მისაჩენად

სააკაშვილის, ადეიშვილის, ლორთქიფანიძის, წოწორიას, ვაშაძის, დეკანოიძის და მთელი ამ მომთაბარე შაპიტოს ში დესანტირება, გარედან დაორგანიზებული სპეცოპერაცია იყო, უკრაინისთვის თვალყურისმდევნებლების მისაჩენად
ეს არის ის, რაზეც დიდი ხანია ვსაუბრობთ. სააკაშვილის, ადეიშვილის, ლორთქიფანიძის, წოწორიას, ვაშაძის, დეკანოიძის და მთელი ამ მომთაბარე შაპიტოს უკრაინაში დესანტირება, გარედან დაორგანიზებული სპეცოპერაცია იყო, უკრაინისთვის, საქმეში გამოცდილი თვალყურისმდევნებლების მისაჩენად”, – ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , უკრაინაში
ანტიკორუფციული ბიუროსა და ანტიკორუფციული პროკურატურის შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ერთი შეხედვით, რა უცნაურია, რომ უკრაინის პრეზიდენტს, რომელსაც ჰაიმარსებს, ატაკამსებს და საკუთარი ხალხის სისხლით ევროპის დაცვას ანდობენ, არ ანდობენ საკუთარი ქვეყნის ინსტიტუტების მოწყობას.
,,უკრაინის ხელისუფლების მიერ ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს (NABU) უფლებამოსილების ცვლილების განზრახვაზე უცხოელების რეაქცია კარგად აჩვენებს რასთან გვაქვს სინამდვილეში საქმე.
ერთი შეხედვით, რა უცნაურია, რომ უკრაინის პრეზიდენტს, რომელსაც ჰაიმარსებს, ატაკამსებს და საკუთარი ხალხის სისხლით ევროპის დაცვას ანდობენ, არ ანდობენ საკუთარი ქვეყნის ინსტიტუტების მოწყობას. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. ეს ისტორია კარგად აჩვენებს, რომ მსგავსი, გარედან თავს მოხვეული ინსტიტუციური გადაწყვეტები, სინამდვილეში, ქვეყნის მართვაში გარედან ხელის ფათურის კარიბჭეებია და ამ კარიბჭეებს, ასე ადვილად რომ არავინ დაგახურინებს, ზუსტად ამას ვაკვირდებით საქართველოში ბოლო წლებია.
და რა დამთხვევაა, რომ NABU-ს უფროსის მოადგილე (ანუ თვალი და ყური), მისი დაფუძნების მომენტიდან (2015 წლიდან), სააკაშვილის აგენტურული ხელისუფლების უკრაინაში გაქცეული პროკურორი, გიზო უგლავა იყო, რომელიც, შარშან სექტემბერში, უკრაინის ხელისუფლებამ, შიდა ინფორმაციის გატანის გამო გაათავისუფლა (ფაქტობრივად აგენტი ამხილა).
ეს არის ის, რაზეც დიდი ხანია ვსაუბრობთ. სააკაშვილის, ადეიშვილის, ლორთქიფანიძის, წოწორიას, ვაშაძის, დეკანოიძის და მთელი ამ მომთაბარე შაპიტოს უკრაინაში დესანტირება, გარედან დაორგანიზებული სპეცოპერაცია იყო, უკრაინისთვის, საქმეში გამოცდილი თვალყურისმდევნებლების მისაჩენად.
ამიტომაც არის ეს ხალხი დიპ სტეიტის მიერ ხელშეუხებლად გამოცხადებული. ამიტომ სვამენ ადეიშვილს ბუნდესთაგის საპატიო ლოჟაში და ამიტომ ხვდებიან მას ბრიუსელის ევროკომისრები; ამიტომ მისცეს ნონა წოწორიას (ადეიშვილის მარჯვენა ხელს) ახალ დავალებად მოლდოვის სასამართლოს “რეფორმა”; ამიტომ დააორგანიზებინეს გია ლორთქიფანიძეს (უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსის მოადგილეს) სააკაშვილის შემოპარება; ამიტომ დადგა სააკაშვილმა, მართლაც პროფესიონალი მზვერავის სიმტკიცით, წინასწარ გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა; ამიტომ გვიშრობენ სისხლს, უკვე ოთხი წელია, რომ სააკაშვილი რამენაირად ციხიდან დაიხსნან, არც ელჩების დემარშებს ერიდებიან და არც პოლონელი ექიმების წინდის სპეცოპერაციას.
ასე მოქმედებს დიპ სტეიტი – შეგაქმნევინებს გამოგონილ სტრუქტურებს, საკუთარი აგენტურული ენჯეოებით განიშნინებს საკუთარვე აგენტებს და მერე იქიდან გმართავს და თუ ამ მართვის საცეცების ჩაჭრას მოინდომებ, თავის სასარგებლო იდიოტებს იმასაც კი ათქმევინებს, რომ უკრაინელები საკუთარ სისხლს თურმე არა ქვეყნის სუვერენიტეტისთვის ღვრიან, არამედ იმისთვის, რომ დიპ სტეიტის ნაკარნახევ კანონს თითი არ დაედოს”, – წერს პაპუაშვილი.
Next: IMF-ს ანგარიშიდან ჩანს, რომ საქართველოს ეკონომიკა არ არის ჩამოქცევის პირას, როგორც სურთ წარმოაჩინონ ოპოზიციასთან დაკავშირებულ ხალხს და რაც მთავარია, ზრდის პოტენციალს ინარჩუნებს

ასევე დაგაინტერესებთ

არ არსებობს არავითარი არასამთავრობო ორგანიზაციები, არსებობს მხოლოდ უცხოური მთავრობების მიერ საქართველოში ინტერვენციისთვის დაფინანსებული კონკრეტული ორგანიზაციები, ფარდა ავხადეთ ყველაფერს – რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით წლების განმავლობაში, იმას იმეორებს დღეს ტრამპის ადმინისტრაცია და კონკრეტული ყოფილი თანამდებობის პირები

ვროპული ბიუროკრატია დღემდე გამოხატავს წყენას ქართველი ხალხის მიმართ იმის გამო, რომ მან კიდევ ერთხელ მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას და იმ კურსს, რომელიც ქვეყანას აქვს აღებული

როცა ევროპული ბიუროკრატია ევროკავშირის სახელით ითხოვს, რომ კონსტიტუციური წესრიგიდან უნდა გავიდეს ეროვნული ბანკი, სასამართლო, ცესკო, იქ ხომ ჩანს, რომ არ ამოძრავებს კეთილი ზრახვები საქართველოს მიმართ, ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, რთულია ურთიერთობების დალაგება

ჩვენთვის საინტერესოა, რას უპირებს ევროკავშირს აშშ და უფრო მეტად საინტერესოა, რას უპირებს ევროკავშირს ის არაფორმალური ძალა, რომელიც დღეს კარნახობს კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ევროპულ ბიუროკრატიას