სააკაშვილთან ძალიან ბევრი პრეტენზია მაქვს, ოღონდ ეს მოხდება მისი პატიმრობის დასრულების შემდეგ – ნიკა მელია

პირადად მე ძალიან ბევრი მტკიცებულებით გამყარებული პრეტენზია მაქვს სააკაშვილთან, მანაც იცის ეს და თავის დროზე საჯაროდაც ბევრი ითქმება, რა და როგორ მოხდა 2021-2022 წლებში, ოღონდ ეს მოხდება მხოლოდ მისი პოლიტიკური პატიმრობის დასრულების შემდეგ, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მ სოციალურ ქსელში დაწერა.
ნიკა მელია გუშინდელ აქციაზე მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა, როდესაც აქციის მონაწილეთა ნაწილმა ს ბანერის გამოტანა გააპროტესტა.
როგორც ნიკა მელია წერს, მნიშვნელოვანია თამაშის წესებზე და არა პოლიტიკურ გემოვნებაზე შეთანხმება.
„მნიშვნელოვანია, შევთანხმდეთ არა პოლიტიკურ გემოვნებაზე, არამედ თამაშის წესებზე. მძიმე იყო გუშინდელ დღეს იმის ნახვა, როგორ ართმევენ აქციის მონაწილეს მისი პოლიტიკური გემოვნების ამსახველ ბანერს იმავე აქციის სხვა მონაწილეები. იგივე წარმატებით მათ რომ წაართვან მეგაფონი ერთი ნებისმიერი შეძახილისთვის, რომელიც შესაძლოა, ვინმეს პოლიტიკურ გემოვნებას არ შეესაბამებოდეს, ხომ იქნება მავნებლობა? მით უმეტეს, როდესაც წარმოადგენ ჯგუფს, რომელიც თითქოს სიახლის ამბიციით შემოდის პოლიტიკაში.
პირადად მე ძალიან ბევრი მტკიცებულებით გამყარებული პრეტენზია მაქვს სააკაშვილთან, მანაც იცის ეს და თავის დროზე საჯაროდაც ბევრი ითქმება, რა და როგორ მოხდა 2021-2022 წლებში, ოღონდ ეს მოხდება მხოლოდ მისი პოლიტიკური პატიმრობის დასრულების შემდეგ. ახლა ის პოლიტიკური პატიმარია, მის მხარდამჭერს კი აქვს უფლება, ეს გააპროტესტოს. ერთობაზე როდესაც ვსაუბრობთ, უნდა გვესმოდეს, განსხვავებულთა ერთობაშია ჩვენი ძალა და ამ პროცესში და პროტესტში რამეს თუ გაფრთხილება სჭირდება, სწორედ ესაა“, – წერს ნიკა მელია.

ასევე დაგაინტერესებთ

თუ არსებობს რესურსი იმისა, რომ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია დაკომპლექტდეს და წარგზავნილ იქნას ჩეხეთში დამკვირვებლად, რატომ არ არსებობდა იგივე რესურსი, იგივე დროში, რომ საქართველოში ჩამოსულიყო სადამკვირვებლო მისია – ეს გახლავთ ორმაგი სტანდარტი და ჩვენ უკვე აღარ გვიკვირს ეს

ისევ ტრაილერი, ისევ უკრაინული სპეცსამსახურები, ისევ ლორთქიფანიძე, ისევ თვითმმართველობის არჩევნები და ისევ ბომბი – ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვის საფრთხე კვლავ აქტუალურია და ერთი წამით არ შეიძლება მოდუნება