საავტომობილო საპროტესტო აქცია “დავიბრუნოთ ჩვენი საზღვარი” მექსიკის საზღვრისკენ მიემართება

ავტომობილების კოლონა, რომლითაც ამერიკელები ქვეყანაში არალეგალურ იმიგრაციას გააპროტესტებენ, ამერიკა-მექსიკის საზღვართან, 3 თებერვალს სამ ობიექტზე გეგმავს შეკრებას. ორგანიზატორების თქმით, აქცია მშვიდობიანი პროტესტი იქნება.
თუმცა, კოლონის კრიტიკოსები შიშობენ, რომ ამან შეიძლება გააძლიეროს იმიგრანტების წინააღმდეგ მიმართული განწყობები და კიდევ უფრო გაამძაფროს საზღვრთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული მწვავე პოლიტიკური დაპირისპირება.
აქციას “დავიბრუნოთ ჩვენი საზღვარი” ჰქვია და ის ვირჯინიიდან მიმდინარე კვირას დაიძრა. მსვლელობის საბოლოო დანიშნულების წერტილი ტეხასის შტატის ქალაქი იგალ-პრესია, სადაც დაპირისპირება განსაკუთრებით გამძაფრდა შტატსა და ფედერალურ მთავრობას შორის საზღვრის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ავტოკოლონები ასევე ჩავლენ არიზონის და კალიფორნიის ქალაქებში.
აქციის ერთ-ერთი მონაწილის ინფორმაციით, რომლის დამოუკიდებლად გადამოწმებაც სააგენტო „როიტერმა“ ვერ შეძლო, კოლონაში ამ დროისთვის შესაძლოა 300-მდე ავტომანქანა მონაწილეობდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

თინათინ სტამბოლიშვილი: კახა კალაძე რომ ამბობს პროტესტის მონაწილე ქალებზე – გაუგებარი ჯიშის არიანო – მისთვის მართლაც გაუგებარია, რა ჯიშისაა ის ქართველი ქალი, რომელსაც არ ასვენებს უსამართლობა, კორუფცია, მისი ქვეყნის გაურკვეველი მომავალი