საავტომობილო ზეთების იმპორტი შემცირდა, საავიაციო ნავთის კი – გაიზარდა, ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი აქვეყნებს.
2024 წლის ივნისის თვის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 1,70 ათასი ტონა, რაც 0,63 ათასი ტონით ანუ 27%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (2,33 ათასი ტონა) შედარებით.
მიმდინარე წლის ივნისის თვეში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან – 0,43 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 25,3%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: გერმანია – 0,22 ათასი ტონა (12,9%); რუსეთი – 0,18 ათასი ტონა (10,6%), ირანი – 0,17 ათასი ტონა (10%); და სხვ.
ორგანიზაციის ინფორმაციით, 2024 წლის ივნისის თვის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 14,3 ათასი ტონა, რაც 5,6 ათასი ტონით ანუ 64,4%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (8,7 ათასი ტონა) შედარებით.
მათ შორის, მიმდინარე წლის ივნისის თვეში საავიაციო ნავთის იმპორტის 51% (7,3 ათასი ტონა) განხორციელდა საბერძნეთიდან, 28% (4 ათასი ტონა) – რუსეთიდან, 13,3% (1,9 ათასი ტონა) – თურქმენეთიდან, 7,7% (1,1 ათასი ტონა) – ლიბიიდან.