საავტომობილო გზების დეპარტამენტი – რიკოთის უღელტეხილზე ზვავი ჩამოწვა, დაზიანდა 4 ავტომანქანა – შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

რიკოთის მონაკვეთის 141-ე კმ-ზე ჩამოწვა ზვავი, რის შედეგადაც დაზიანდა 4 ავტომანქანა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, რიკოთის მონაკვეთის 141-ე კმ-ზე ჩამოწოლილი ზვავის გამო მოძრაობა დროებით შეფერხებულია.
“ჩამოწოლილი ზვავის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა მიმდინარეობს შეფერხებით.
ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და მიმდინარეობს გზის წმენდის სამუშაოები. გაწმენდითი სამუშაოების დასრულებისთანავე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგება”- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: ომი ჩვენს დავიწყეთო… ამის მთქმელთან მკვლელი რომ შევარდეს სახლში და ყაჩაღი, რას ეტყვის, მობრძანდი, ბატონო, აი, იმ კარადის უკან ჩემი შვილია დამალული და იმის მოკვლა არ დაგავიწყდესო? თუ სამშობლო სხვა რამეა?

შალვა პაპუაშვილი – მთავარი, რამაც ომების მუდმივი ქაოსის მოჯადოებული წრე გაგვარღვევინა ისაა, რომ მტრებს ხელისუფლებაში, არა ფოჩიან კანფეტს დახარბებული აქტივისტები, არამედ საქართველოს პატრიოტები დახვდნენ – მშვიდობისთვის ომი ჯერ კიდევ მოსაგებია