საავტობუსო ზოლებში მოტოციკლებისა და მოპედების მოძრაობის საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში დღეს საკომიტეტო სხდომაზე განიხილება

საავტობუსო ზოლებში მოტოციკლებისა და მოპედების მოძრაობის საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში დღეს საკომიტეტო სხდომაზე განიხილება. გადაწყვეტილების დამტკიცების შემთხვევაში მოტოციკლებსა და მოპედების მძღოლებს საავტობუსო ზოლით სარგებლობის უფლება მიეცემათ.
მმართველ პარტიაში აცხადებენ რომ გადაწყვეტილება სხვა ქვეყნების მაგალითზე იქნა მიღებული. პარლამენტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის დამტკიცების შემდეგ, დედაქალაქის საკრებულოს წარედგინება შესაბამისი წესი და პირობები, თუ როგორ, რა დაშვებითა და შეზღუდვებით შეეძლებათ მოტოციკლებსა და მოპედებს საავტობუსო ზოლში მოძრაობა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი – გახარიას ბარიერის გადალახვის შანსი ნულოვანი აქვს, ხაზარაძემ შეიძლება გადალახოს, შეიძლება ვერა, თუმცა ჩვენ ვალდებულები ვართ, მოსახლეობას მათი ცოდვები შევახსენოთ, რომ თუნდაც ერთი ხმაც ვერ მიიღონ