საავადმყოფოში გარდაიცვალა ვაშინგტონში სროლის შედეგად დაჭრილი ეროვნული გვარდიის წევრი

ვაშინგტონში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაჭრილი ეროვნული გვარდიის წევრი სარა ბეკსტრომი საავადმყოფოში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალება 28 ნოემბერს დაადასტურა დასავლეთ ვირჯინიის შტატის ეროვნულმა გვარდიამ.
სარა ბეკსტრომი ეროვნულ გვარდიაში 2023 წლის ივნისიდან მსახურობდა.
დასავლეთ ვირჯინიის ეროვნულმა გვარდიამ და შტატის გუბერნატორმა პატრიკ მორისიმ სარა ბეკსტრომის ოჯახს, მეგობრებს და კოლეგებს სამძიმარი გამოუცხადეს.
20 წლის სარა ბეკსტრომის გარდაცვალების შესახებ განაცხადა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპაც და მას პატივსაცემი და შესანიშნავი ქალი უწოდა.
26 ნოემბერს ვაშინგტონის ცენტრში, თეთრი სახლის მახლობლად ეროვნული გვარდიის ორ წევრს ესროლა მამაკაცმა, რომელიც საპასუხო სროლის შედეგად დაჭრეს. ის დაკავებული და ჰოსპიტალიზებულია.
კლინიკაშია ეროვნული გვარდიის მეორე მძიმედ დაჭრილი წევრი 24 წლის ენდრიუ ვულფი.
ამერიკელი ოფიციალური პირების მიერ დადასტურებულია მანამდე მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომ თავდამსხმელი ავღანელი მიგრანტია. რაჰმანულა ლაკანვალი ავღანეთიდან შეერთებულ შტატებში 2021 წელს ჩავიდა. დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.
-ის გენერალურმა პროკურორმა პამელა ბონდიმ ტელეკომპანია Fox News-ს განუცხადა, რომ ბრალდების მხარე თავდამსხმელის სიკვდილით დასჯას მოითხოვს.
ლაკანვალი -ში ჩავიდა სპეციალური პროგრამით, რომელიც ითვალისწინებდა ავღანელების განსაკუთრებულ დაცვას მათი ქვეყნიდან ამერიკული ჯარების გასვლის შემდეგ.
რაჰმანულა ლაკანვალი ავღანეთში უსაფრთხოების ძალებთან თანამშრობლობდა. ერთ-ერთმა ყოფილმა ოფიცერმა BBC-ს ავღანურ სამსახურს უამბო, რომ 2021 წელს, როცა ავღანეთის ხელისუფლებაში თალიბანის დაბრუნების გამო ათასობით ადამიანი ქვეყნიდან გაქცევას ცდილობდა, ლაკანვალი ჩართული იყო ქაბულის აეროპორტის დაცვაში.
ტელეკომპანია CBS-ის ინფორმაციით, ლაკანვალმა აშშ-ში თავშესაფრის მიღების განაცხადი 2024 წელს წარადგინა და 2025 წლის დასაწყისში ეს განცხადება დაუკმაყოფილეს.
ფორუმი