სააგენტო „აწარმოე საქართველოში” მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის ახალ პროგრამას იწყებს

16 სექტემბრიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში” მიკრო და მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად ახალ პროგრამას იწყებს.
„აწარმოე საქართველოში” ცნობით, პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ 500 000 ლარამდე შემოსავლის მქონე როგორც არსებულ, ასევე დამწყებ მეწარმეებს.
მათივე ცნობით, პროგრამის ბენეფიციარებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მხარდაჭერა სააგენტოს პარტნიორი ფინანსური ინსტიტუტებიდან სესხის აღების პროცესში 80%-იანი გარანტიის და პროცენტის თანადაფინანსების სახით.
ამასთან, „აწარმოე საქართველოში“ ინფორმაციით, მხარდაჭერის პერიოდი მაქსიმუმ 5 წელია, სესხის ოდენობა კი 20 000-დან 50 000 ლარამდე.
მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამა სააგენტოს საკონსულტაციო ცენტრების მომსახურების პაკეტის ახალი ფინანსური მექანიზმია. სესხის მხარდაჭერასთან ერთად, მეწარმეებს ექნებათ წვდომა უკვე არსებული საკონსულტაციო სერვისების 25 000 ლარამდე თანადაფინანსებაზე.
სააგენტოს დირექტორის, მიხეილ ხიდურელის თქმით, მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის ახალი პროგრამა ძალიან საინტერესო პროდუქტია, რომელიც დაეხმარება ნებისმიერ მსურველს განავითაროს უკვე არსებული ბიზნესი, ან დაიწყოს ახალი საქმიანობა.
“მეწარმე მიდის სააგენტოს საკონსულტაციო ცენტრში, გადის დიაგნოსტიკას და შემდეგ სახელმწიფოს დახმარებით, იღებს წვდომას არაერთ მნიშვნელოვან სერვისზე. მისი საჭიროებიდან გამომდინარე, ეს შეიძლება იყოს საკონსულტაციო მომსახურება, სესხის პროცენტის ნაწილობრივი ან სრული სუბსიდირება და სესხის ძირი თანხის 80 %-იანი უზრუნველყოფა. პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტი ენიჭება მაღალმთიან დასახლებებში ბიზნესის წამოწყებას და ქალი მეწარმეების მხარდაჭერას.
მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის ახალი პროგრამა ხელს შეუწყობს მიკრო მეწარმეობის განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და სამეწარმეო პოტენციალის ზრდას”, – აღნიშნა ხიდურელმა.
პროგრამაში ჩასართავად, მეწარმეებმა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” საკონსულტაციო ცენტრებს უნდა მიმართონ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ავალიანის დედის მიმართვა: ახლა გადმომეცა საქმის მასალები – ვნახე, რომ 26 სექტემბერს ჩამოტვირთა ალექსანდრე გაბაშვილმა გიგა ავალიანის სურათები Facebook-დან… ეს ის დღეა, როცა ნია იმნაძე არ იყო გაკვეთილზე (ვიდეო)

ქეთი მოლაშვილი: წყნეთის პოლიციის უფროსი, დაკავებულია ქრთამის აღების ბრალდებით, მიუხედავად იმისა, რომ ვერც ფაქტი დაუდეს, ვერც მტკიცებულება, ვერც ვიდეოჩანაწერი, უბრალოდ აი ასე, სიტყვაზე დაიჭირეს და ციხეში ჰყავთ, სწორედ გავიგე ხალხო?! ეს იმას ნიშნავს, რომ…

ლალი მოროშკინა: ყველა ნაპრალიდან გამოსულმა გიენამ ცხადად დაგვანახა ის სურათი, თუ რა დღეში ვიქნებოდით, რომ არა ბიძინა ივანიშვილი. ჯანმრთელობა და ულევი სიხარული თქვენ და თქვენს არაჩვეულებრივ ოჯახს!