სააგენტოების ცნობით, პუტინი არ გამორიცხავს უკრაინასთან მოლაპარაკებებს, მაგრამ ითხოვს გარანტიებს

Reuters -ის სააგენტოს თანახმად, ს პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი არ გამორიცხავს სთან მოლაპარაკებებს, მაგრამ საჭირო იქნება გარანტიები ნებისმიერი მოლაპარაკებების სანდოობის უზრუნველსაყოფად, იტყობინებიან რუსული საინფორმაციო სააგენტოები 16 ივნისს, კრემლის პრეს-მდივნის, ს სიტყვებზე დაყრდნობით.
90-ზე მეტმა ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა შვეიცარიაში, კურორტ ბიურგენშტოკში გამართულ ორდღიან ღონისძიებაში, რომელიც მიმართული იყო მსოფლიოს აზრის გაერთიანებისკენ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დასრულდეს ომი უკრაინაში, რომელიც უკვე 27 თვეა, რაც გრძელდება. მშვიდობის სამიტში, რომელიც 15-16 ივნისს იმართება, 57 ქვეყანა უმაღლეს – პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების – დონეზე არის წარმოდგენილი, კიდევ 29 ქვეყანა მინისტრების – ძირითადად, საგარეო უწყებების ხელმძღვანელების – რანგში.
ექვსმა ქვეყანამ ელჩები გაგზავნა: ინდონეზია, , არაბთა გაერთიანებული საამიროები, სამხრეთი აფრიკა, ფილიპინები და ბრაზილია. ბრაზილია და დამკვირვებლების და არა სამიტის მონაწილეების სტატუსით არიან წარმოდგენილები.
სამიტის მუშაობაში მონაწილეობს საქართველოს პრეზიდენტი, . ღონისძიებაში მონაწილეობას არ იღებს რუსეთი, რომელიც არც ყოფილა მიწვეული, და ჩინეთი, რომელმაც მონაწილეობაზე უარი თქვა.