საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის II კვარტალის ბოლოს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა 870.5 ათასი სული იყო, რაც 2024 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 2%-ით ნაკლებია. მათ შორის ფურისა და ფურკამეჩის რაოდენობა 398.8 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წლიურად 4.8%-ით შემცირებულია.
რაც შეეხება, ღორის ოდენობას, ქვეყანაში 175.6 ათასი სული ფიქსირდება, რაც 12.5%-ით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე.
გაზრდილია ფრინველის სულადობის მაჩვენებელი. 2025 წლის მეორე კვარტალში ქვეყანაში 1.1 მილიონი ფრთა ფრინველი ბინადრობდა, რაც წლიურად 6.6%-იანი ზრდაა.
2025 წლის II კვარტალში ქვეყანამ 184.0 მილიონი ლიტრი რძე აწარმოა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 1.1%-ით ნაკლებია. 9.5%-ითაა შემცირებული ხორცის წარმოება შემცირდა და 18.2 ათასი ტონის ნიშნულზე დაფიქსირდა.
ქვეყანამ კვერცხის წარმოება 6.6%-ით გაზარდა და 179.7 მილიონ ცალს გაუტოლდა.
