რჩევები მოგზაურებს – რას შეიძენ სამოგზაუროდ PLUS ბარათით?

ზაფხული საუკეთესო დროა მოგზაურობისთვის, ახალი ადამიანების, ადგილების, ისტორიების აღმოჩენისა და თავგადასავლებისთვის. გრძელი, მზიანი დღეები, დაუსრულებელი ხეტიალი, შემთხვევით ნაპოვნი ლამაზი ქუჩა, შენობა, კაფე, თუ ამბავი – მოგზაურობის გამორჩეული ემოციებია. უცხო ქვეყანაში მოგზაურობისას, ალბათ, ხშირად იყენებთ Google Map-ს, რათა ზუსტად მიაგნოთ იმას, რასაც ეძებთ. კაფეში შესვლამდე კი მენიუებს და შეფასებებს ამოწმებთ – ასე იქცევიან გამოცდილი მოგზაურები. ამიტომ, მნიშვნელოვანია, სწრაფი ინტერნეტი ყოველთვის თან გქონდეთ.
ამაში კი როუმინგო დაგეხმარებათ, თუ ინტერნეტპაკეტს PLUS ბარათით შეიძენთ, 15%-იან ქეშბექს მომენტალურად მიიღებთ. ასევე იმ მომხმარებლებისთვის ვინც GOLD სტატუსის მფლობელია სასაჩუქრე კოდით 25%-იან ფასდაკლებაა ხელმისაწვდომი, რომლის მისაღებადაც როუმინგოს აპლიკაციაში Roamingo eSIM – პროფილის გვერდზე “გაიაქტიურე საჩუქარი”-ის ველში უნდა ჩაწეროთ სასაჩუქრე კოდი, რომელიც SMS შეტყობინებად მიიღეთ.