რჩევები იდეალური შოპინგისთვის – წინასაახალწლო სამზადისისთვის ეს ინფორმაცია აუცილებლად გამოგადგებათ

საყიდლებზე სიარული ყველას ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ჩვენ ვყიდულობთ ნივთებს, პროდუქტებს, მომსახურებებს – ყველაფერს, რაც გვჭირდება და ზოგჯერ იმასაც, რაც არ გვჭირდება. იმისთვის, რომ ჭკვიანურად იშოპინგოთ და თანხები სწორად გადაანაწილოთ, რამდენიმე ჭკვიანურ რჩევას მოგცემთ:
დაივიწყეთ ვარცხნილობა და მაკიაჟი
საყიდლებზე წასვლის დროს დიდია იმის რისკი, რომ ვარცხნილობა დაიშლება და მაკიაჟით ტანსაცმელს დასვრით. ასევე გაითვალისწინეთ, რომ თქვენ მიერ არჩეულ ტანსაცმელს მაკიაჟის გარეშე შესაძლოა სულ სხვა ეფექტი ჰქონდეს.
გაიგეთ, რაში ხარჯავთ ფულს
გააკეთეთ იმ ყველაფრის სია, რასაც, როგორც წესი, ყოველთვიურად ყიდულობთ. ეს ხარჯების შემცირებაში დაგეხმარებათ.
შეადარეთ
შეამოწმეთ ფასები სხვადასხვა სუპერმარკეტში სხვადასხვა პროდუქტებზე. მაგალითად, ნესკაფე გოლდი უფრო მეტს იწონის და ნაკლები ფასი აქვს, ვიდრე სხვა ყავას.
დაუკვირდით ფასდაკლებებს
ვაუჩერები და სპეციალური შეთავაზებები ძალიან მოსახერხებელია, თუმცა დაუკვირდით, შემთხვევით, ისეთი რამ არ შემოგეყიდოთ, რაც არ გჭირდებოდათ.
მიაქციეთ ყურადღება წონისა და ფასის კომბინაციას
კარგად შეამოწმეთ სხვადასხვა პროდუქტების წონა და ფასი ზოგჯერ თვალისთვის ერთი ზომის პროდუქტებს შორის წონაშიც განსხვავებაა და ფასშიც. მაგალითად, ნესკაფე გოლდის შემთხვევაში – სხვა ყავაზე მეტი წონა ნაკლებ ფასად შეგიძლიათ შეიძინოთ.
ნუ იქნებით იმპულსური მყიდველი
სანამ შენაძენს გააკეთებთ, კარგად დაფიქრდით – განსაკუთრებით, თუ შენაძენი ძვირადღირებულია.
შეინახეთ ქვითარი
რაიმეს გადაცვლა/დაბრუნება რომ მოგინდეთ, ქვითრის გარეშე ამას ვერ შეძლებთ.
დაუკვირდით პროდუქტის ვადებსზოგიერთი პროდუქტი მალფუჭებადია, ამიტომ შეძენისთანავე უნდა გამოიყენოთ. ვადაზე დაკვირვება დაგეხმარებათ შენაძენის ეფექტურად გამოყენებაში. ყავაზე კი შეგიძლიათ არ იდარდოთ – ყავის გამოყენება დიდი ხნის განმავლობაში შეგიძლიათ.