ლიონელ მესის მაიამის “ინტერი” ისტორიაში პირველად MLS-ის გამარჯვებულია. ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გუნდში უკვე ფეხბურთელების მომავალზე დაიწყო საუბარი და Goal-თან ინტერვიუში კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა, ხავიერ ასენსიმ ლუის სუარესის შესახებ ისაუბრა, რომელსაც კონტრაქტი დაუმთავრდა.
“კარიერის გაგრძელების გადაწყვეტილება მთლიანად 38 წლის თავდამსხმელზეა დამოკიდებული. მიუხედავად მუხლის ქრონიკული პრობლემებისა, რომლებიც თავდამსხმელს აწუხებს, გუნდის თამაშზე მისი გავლენა ძნელია გადაჭარბებული იყოს.
ლუიმ დაიმსახურა, საკუთარი ბედი თავად გადაწყვიტოს. ჩვენ ბედნიერები ვიქნებით, თუ ის დარჩება, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გრძნობს თავს ფიზიკურად და რა სურს შემდეგ”, – თქვა ასენსიმ.
შეხსენებისთვის, სუარესმა MLS-ის გასულ სეზონში ჯამში 32 შეხვედრაში 10 გოლი და 11 ასისტი მიითვალა.
მესი პუშკაშს გაუთანაბრდა – ლეგენდარული არგენტინელი მორიგ რეკორდთან ერთ ნაბიჯშია
“პოკერი შევასრულე, სახლში დავბრუნდი და ცოლმა არ მომილოცა… მეორე დღეს ამიხსნა, ეს რატომ გააკეთა” – სუარესის მოყოლილი ისტორია ინტერნეტს იპყრობს
დიდი ალბათობით, სუარესი დეკემბერში კარიერას დაასრულებს
[VIDEO] გოლი და სამი საგოლე პასი – მესის შოუ პლეი-ოფში
ოფიციალურად: ქოჩორაშვილის “სპორტინგმა” გიოკერესის შემცვლელი დაიმატა
“მთელი კარიერის “ბარსელონაში” ბედნიერად გატარება მსურდა, თუმცა…” – ლიონელ მესი
“მუდამ მსუქანსა და უდისციპლინოს მეძახდნენ, მე გამძლეობის მაგალითი ვარ” – ლუის სუარესი
[VIDEO] მესი, ჩემზე დაქორწინდები? – არგენტინელის პასუხმა ასაკოვანი გულშემატკივარი გაახარა
სუარესი ქოჩორაშვილის თანაგუნდელი ხდება – “სპორტინგი” გიოკერესის წასვლის შემდეგ ბომბარდირს იმატებს
სუარესმა “სიეტლის” სტაფის წევრს, რომელსაც შეაფურთხა, ბოდიში მოუხადა
“სტატისტიკას ყურადღებას არ ვაქცევ, ფეხბურთით ვცხოვრობ და ვტკბები” – ლიონელ მესი



