“რეალის” 25 წლის ბრაზილიელმა შემტევმა ვინიუსმა განაცხადა, რომ მადრიდული გრანდიდან წასვლას არ აპირებს და უახლოეს მომავალში კონტრაქტსაც გაახანგლძრივებს.
სამხრეთ ამერიკელს “სამეფო გუნდთან” კონტრაქტი 1 წელში ეწურება და ბოლო პერიოდია აქტიურად იწერებოდა, რომ ის შესაძლოა, საუდის არაბეთში გადასულიყო.
“იმედი მაქვს, რომ “რეალში” რაც შეიძლება დიდი ხნით დავრჩები. კონტრაქტი 1 წლით კიდევ მაკავშირებს, პრეზიდენტი მენდობა და როცა შესაფერისი დრო დადგება, ჩვენი თანამშრომლობის ახალი ხელშეკრულება გაფორმდება.
ჩემი ოცნების კლუბში ვთამაშობ და მსურს, რომ “რეალის” ფორმა რაც შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში მოვირგო”, – ციტირებს ვინისიუსს AS.