რჩება თუ არა პსჟ-ში და აგრძელებს კონტრაქტს – დემბელემ ჟურნალისტების კითხვას უპასუხა

“ოქროს ბურთის” მოქმედმა მფლობელმა, პსჟ-ის 28 წლის ფორვარდმა უსმან დემბელემ პარიზულ გუნდში შესაძლო დარჩენაზე და კონტრაქტის გახანგლძრივებაზე ისაუბრა.
ბოლო პერიოდი აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ ფრანგ ფორვარდს გაზრდილი გასამრჯელო სურს, რაზეც ხელმძღვანელობას ვერ უთანხმდება და შესაძლოა, ის ზაფხულში გაახსვისონ.
ახლა უსმანს ჟურნალისტებმა კითხვა სწორედ თავის მომავლის შესახებ დაუსვეს, თუმცა ფეხბურთელმა თქვა, რომ ეს საქმე აგენტისა და კლუბის გადასაწყვეტია.
“არ არსებობს მიზეზი, რომ კონტრაქტი არ გახანგლძრივდეს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებზე ჩემზე არ არის დამოკიდებული. ახალი შრომითი ხელშეკრულების საკითხს კლუბი და აგენტი განიხილავენ.
კარიერის დასაწყისიდან დღემდე ამ საკითხში ჩართული არასდროს ვყოფილვარ”, – ციტირებს დემბელეს RMC Sport.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”