რუტე: გულუბრყვილო არ ვარ იმასთან დაკავშირებით, რაც საქართველოში ხდება

გულუბრყვილო არ ვარ იმასთან დაკავშირებით, რაც საქართველოში ხდება. ჩვენ გვადარდებს და ეს მკაფიოდ განვუმარტეთ ქართველებს. ჩვენ მათთან თანამშრომლობა გვაქვს და ვფიქრობ, ეს თანამშრომლობაც ემსახურება მიზანს, რომ გვქონდეს არხი, რათა ნათელი გახდეს, რა წარმოადგენს ჩვენი წუხილის მიზეზს. ჩვენ ამ სურათს მთლიანობაში უნდა შევხედოთ – საქართველოს და ასევე იმას, თუ რა ხდება სომხეთსა და აზერბაიჯანში, რომლებიც, როგორც ჩანს უკეთესი ადგილები გახდნენ, რაც ასევე პრეზიდენტ ტრამპის დამსახურებაცაა. ამიტომაც, საქართველოს მთლიანად სამხრეთ კავკასიის კონტექსტში შევხედავდი.