რუტე ამბობს, რომ პოლონეთზე თავდასხმას “ნატოსგან” გამანადგურებელი პასუხი მოჰყვება

“ნატოს” გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებით, ალიანსი „დამანგრეველ“ პასუხს გასცემს მას, ვინც ალიანსის რომელიმე წევრი ქვეყნის, მათ შორის პოლონეთის წინააღმდეგ აგრესიას გამოხატავს.
როგორც მარკ რუტემ ოთხშაბათს, 26 მარტს, ვარშავაში ვიზიტისას აღნიშნა, “ნატოსთვის” ყველაზე დიდ საფრთხედ ისევ რჩება.
„ალიანსისთვის ყველაზე დიდ საფრთხედ რჩება. რაც შეეხება პოლონეთის ან ალიანსის ნებისმიერი ტერიტორიის დაცვას… ვლადიმერ პუტინისთვის და ყველასთვის, ვისაც ჩვენზე თავდასხმა სურს, ნათელი უნდა იყოს, რომ ჩვენი პასუხი გამანადგურებელი იქნება“, – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
მარკ რუტე ახლა პოლონეთში იმყოფება, სადაც ის პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკს შეხვდა.
ტუსკმა შეხვედრისას ხაზი გაუსვა “ნატოს” კოლექტიური თავდაცვის პრინციპის მნიშვნელობას, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულების მე-5 მუხლში და ალიანსის „გადამწყვეტ“ ვალდებულებას აკისრებს დაიცვას, მაშ შორის, პოლონეთი ამ მუხლის მიხედვით.

ასევე დაგაინტერესებთ

იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქი თეოფილე III ილია მეორის გარდაცვალების გამო მეუფე შიოს სამძიმრის წერილს უგზავნის – რეგიონში საომარი მდგომარეობის გამო პირადად დასწრებას ვერ ვახერხებთ, რის გამოც ვაგზავნით ჩვენს წარმომადგენელს

რუსუდან ფეტვიაშვილი – პატრიარქისთვის გაერთიანებული საქართველო იყო უპირველესი, სულ ამბობდა: ერთიანობა, კონსენსუსი, ურთიერთგაგება – მან ერთხელ თქვა: როცა გაგიჭირდებათ და აღარ ვიქნები, შეგიძლიათ მომმართოთ, როგორც ცოცხალს და თხოვნას შევასრულებ