რუს ოლიგარქ მიხაილ ფრიდმანზე ძებნა გამოცხადდა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსი მილიარდერი მიხაილ ფრიდმანი ძებნილთა სიაში გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის -ს ვებგვერდზეა განთავსებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფრიდმანი უკრაინელ სამართალდამცავ ორგანოებს ემალება, მისი გაუჩინარების თარიღად 2023 წლის 10 ოქტომბერია მითითებულია.
რუს მილიარდერს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 110-2 მუხლის მე-3 ნაწილით ედება (კონსტიტუციური წყობის ძალადობრივი შეცვლის ან დამხობის ან სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით, უკრაინის ტერიტორიის ან სახელმწიფო საზღვრის საზღვრების შეცვლა).
შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ სექტემბერში დააფიქსირა უკრაინის უშიშროების სამსახურმა, რომ რუსი ოლიგარქი მიხაილ ფრიდმანი უკრაინის წინააღმდეგ ომის დაფინანსებაში იყო ეჭვმიტანილი.
გამოძიების თანახმად, ომის დაწყებიდან ფრიდმანმა აგრესორი ქვეყნის რამდენიმე სამხედრო ქარხანა 2 მილიარდი რუბლით დააფინანსა. მათ შორისაა ტულას ტყვიის ვაზნების ქარხანა, ასევე ურალის ოპტიკურ-მექანიკური ქარხანა, რომელიც ს ფედერაციის საბრძოლო თვითმფრინავებისა და ვერტმფრენებისთვის მაღალტექნოლოგიურ აღჭურვილობას აწარმოებს .
Forbes-ის მილიარდერების ინდექსის მიხედვით, მიხაილ ფრიდმანის ქონება 12.8 მლრდ დოლარია. ის რუსეთში ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ადამიანად მიიჩნევა.
შეგახსენებთ, რომ რუსი ოლიგარქი მიხაილ ფრიდმანი „ბორჯომის“ სავარაუდო თანამფლობელია. ის საქართველოში „ბილაინის“ (იგივე „ვიონი საქართველო“) თანამფლობელიც იყო, რომელიც 2022 წლის ივნისში ქართულმა ჰოლდინგმა შეიძინა. გარდა ამისა, ფრიდმანის დაარსებულმა „ალფა ჯგუფმა“ 2013 წელს პატარკაციშვილების ოჯახისგან 300 მილიონ ამერიკულ დოლარად შეიძინა „ბორჯომი“, რის შემდეგაც კომპანიის საკონტროლო პაკეტის, 60%-ი მისი გახდა.