რუს მოჭადრაკე სერგეი კარაკინს ში 9 წლით პატიმრობა მიესაჯა

რუს მოჭადრაკეს და ჭადრაკის ფედერაციის საბჭოს წევრს დან, სერგეი კარაკინს, ში, ჩერნოვცის რაიონულმა სასამართლომ, დაუსწრებლად ცხრა წლით პატიმრობა მიუსაჯა, ქონების კონფისკაციით.
კარაკინი 35 წლისაა. ის სიმფეროპოლში დაიბადა და საერთაშორისო ტურნირებზე 2009 წლამდე უკრაინის სახელით ასპარეზობდა, თუმცა მოგვიანებით მოსკოვში გადასახლდა და ს მოქალაქეობა მიიღო.
მას ბრალად ედება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფო საზღვრების ძალადობრივი ცვლილების მიზნით ჩადენილი ქმედებების დაფინანსება.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) ჩერნოვცის რეგიონული განყოფილების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ კარაკინმა საკუთარი ტელეგრამ-არხის მეშვეობით ს არმიის დასახმარებლად ასობით მილიონი რუბლი შეაგროვა.
კარაკინი საჯაროდ გამოდიოდა როგორც ს ანექსიის, ასევე უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მხარდასაჭერად.
tvpirveli.ge