რუს მოსამართლეს აშშ-ის ხაზინამ სანქციები დაუწესა

დღეს ამერიკის ხაზინის დეპარტამენტის უცხოური რესურსების კონტროლის ოფისმა, “მაგნიტსკის გლობალური აქტის” ფარგლებში სანქციები შეუფარდა მოსკოველ მოსამართლე ოლესია მენდელეევას. მოსამართლემ უფლებადამცველსა და მოსკოვის საბჭოს წევრ ალექსეი გორინოვს უსამართლოდ მიუსაჯა პატიმრობა. კონკრეტულად კი მენდელეევამ 2022 წელს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა გორინოვს, რომელმაც ციხეში ფიზიკური ტრავმა და უარი მიიღო მედიკამენტოზურ დახმარებაზე.
“ვდგავართ რუსი ხალხის გვერდით, რომელზეც უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების გამოხატვისთვის, რუსეთში მთავრობის წევრები ძალადობენ, აშინებენ, აკავებენ, და სამაგიეროს გადახდით ემუქრებიან. მოვუწოდებთ გორინოვისა და ყველა უკანონოდ დაკავებულის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებისკენ”- ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა – ესტონეთი მყარად უდგას ქართველებს გვერდში – თქვენი სიმყარე, ღირსება და ევროპული ღირებულებებისადმი ურყევი ერთგულება ნამდვილად შთამაგონებლად რჩება – ძლიერი შეხსენებაა იმისა, რომ დემოკრატიის სულს ვერ გააჩუმებ

გიორგი სიორიძე – მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობიანი პროტესტი გაგრძელდეს და თანმიმდევრული ბრძოლით გავისტუმროთ რეჟიმი პოლიტიკურ მოუსავლეთში – ქართველი ხალხი არ შეეგუება, არ აპატიებს „ქართულ ოცნებას“, წაართვას ევროპული მომავალი