„რუს დიპლომატებს პოლონეთის ტერიტორიაზე გადაადგილება შეეზღუდებათ“ – პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

პოლონეთის ტერიტორიაზე რუს დიპლომატებს გადაადგილება შეეზღუდებათ, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მ ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„პოლონეთი შეზღუდვებს დაუწესებს ჩვენს ქვეყანაში რუსი დიპლომატების გადაადგილებას, რომელიც პოლონეთში ს საელჩოსა და საკონსულოს თანამშრომლებს შეეხება,“ – ამბობს სიკორსკი.
მინისტრმა დააკონკრეტა, რომ დიპლომატებს გადაადგილება შეეძლებათ მხოლოდ მაზოვიაში, ხოლო კონსულებს იმ ადმინისტრაციულ ერთეულებში (სავოევოდოებში), სადაც თანამდებობებს იკავებენ.
„სხვა ქვეყნებს უკვე აქვთ მსგავსი წესები და ვიმედოვნებ, რომ სხვა ქვეყნებიც მიჰყვებიან ჩვენს მაგალითს“, – ამბობს სიკორსკი.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს არ დაუკონკრეტებია, თუ რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი, თუმცა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ პოლონეთს აქვს მტკიცებულება პოლონეთის ტერიტორიაზე დივერსიის მცდელობებში მოსკოვის მონაწილეობის შესახებ. როგორც სიკორსკი ამბობს, ის იმედოვნებს, რომ რუსეთი ამას გამაფრთხილებელ სიგნალად მიიღებს.