რუს ბალერინა ილზე ლიეპას ლიეტუვის მოქალაქეობა ჩამოართვეს

ლიეტუვური მედიის ცნობით, პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც რუსი ბალერინისთვის, ილზე ლიეპასთვის ლიეტუვის მოქალაქეობის ჩამორთმევას ითვალისწინებს.
ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით, ლიეტუვის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსი ბალეტის მოცეკვავისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის პროცედურა დაიწყო, რადგან ის “არ მალავდა სიმპათიებს ს მიმართ, უკრაინის ომს უწოდებდა სპეცოპერაციას და აბუჩად იგდებდა დასავლურ ღირებულებებს”.
ილზე ლიეპას ჰქონდა როგორც ლიეტუვის, ასევე ს მოქალაქეობაც.
გარდა ამისა, ლიეტუვის მოქალაქეობა ჩამოერთვა რუს ბიზნესმენსა და ყოფილ КГБ-ს თანამშრომელს იური კუდიმოვს.
ქვეყნის ხელისუფლების განცხადებით, ბიზნესმენი ახორციელებდა “ქვეყნის ინტერესებთან შეუსაბამო საქმიანობას”.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”